რაშიდ უილასის დაბრუნება

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, ფორვარდი რაშიდ უილასი უახლოეს ხანში კონტრაქტს გააფორმებს "ნიუ იორკ ნიქსთან".

კლუბთან დაახლოებული წყაროს ცნობით, 38 წლის ვეტერანმა უკვე გაიარა "ნიქსში" სამედიცინო შემოწმება. შეგახსენებთ, რომ უოლასმა 2010 წლის ზაფხულში დაასრულა კარიერა.

რაშიდმა, რომელიც 1995 წელს "ვაშინგტონმა" მეოთხე ნომრად აირჩია დრაფტზე, NBA-ში 16 სეზონი ჩაატარა. ის "ვაშინგტონის", "პორტლენდის", "ატლანტას", "დეტროიტისა" და "ბოსტონის" ღირსებას იცავდა.

2003-04 წლებში უოლასი ჩემპიონი გახდა "დეტროიტის" შემადგენლობაში.

* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და კალათბურთელს იმედი
აქვს, რომ ახალი რეგულარული ჩემპიონატის პირველივე მატჩში მიიღებს მონაწილეობას, - წერს Yahoo! Sports.

ლიგის საუკეთესო ცენტრი თავის მზადყოფნას 85 პროცენტით აფასებს და 30 ოქტომბერს "დალასთან" მატჩში მოედანზე გასვლას გეგმავს.

* * *
"ვაშინგტონ უიზარდის" მცველი ჯონ უოლი ორი თვით გამოეთიშა სავარჯიშო პროცესს მუხლის დაზიანების გამო", - იტყობინება სააგენტო AP.

როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, მოთამაშეს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება, მაგრამ, სავარაუდოდ, გამოტოვებს რეგულარული ჩემპიონატის საწყის პირველ თვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული