სეზონის წინ: "მაიამი ჰიტი"

AutoSharing Option
მაიამი ჰიტი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 104,3 ქულა - მე-6 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 97,1 ქულა - მე-4 ლიგაში

წინა ხაზი
რაშარდ ლუისი საკმაოდ დიდ დროს გაატარებს მისთვის უჩვეულო - მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერების წყალობით, მოთამაშეთა როტაცია უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად ტრადიციული იქნება.

შეფასება: 4

უკანა ხაზი
საერთო ჯამში, ამ გუნდს არ სჭირდება შემტევი მცველი, მაგრამ თუ მაინც უწევთ ასეთი კალათბურთელის აყვანა, მაშინ ის ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს. რეი ალენი უკვე 37 წლისაა და ამ ზაფხულს
ფეხზე ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ამასთან, ის არ იქნება დატვირთული დიდი სათამაშო დროით და არც პასუხისმგებლობა დაეკისრება ყოველი მატჩის შედეგზე.

შეფასება: 4

დაცვა
ამ მომენტისთვის არც ალენი და არც ლუისი არ მიიჩნევიან კარგ მცველებად, მაგრამ "მაიამის" ეს არ ანაღვლებს. თითოეულ სათამაშო ხუთეულში არიან მოთამაშეები, რომლებსაც ისეთი სისწრაფე და ათლეტიზმი გააჩნიათ, რომ დანარჩენი გუნდები მხოლოდ ინატრებდნენ ასეთ კალათბურთელებს.

შეფასება: 3

სათადარიგოთა სკამი
რა უნდა იყოს იმაზე კარგი, ვიდრე სათადარიგოთა სკამის გამოცდილი ვეტერანებით დაკომპლექტება, რომლებსაც უყვართ და შეუძლიათ დისტანციიდან სროლა. ერთადერთი საკითხი - მათი ჯანმრთელობაა. ალენმაც და ლუისმაც შარშან ბევრი მატჩი გამოტოვეს სხვადასხვა ტრავმის გამო.

შეფასება: 4

მწვრთნელი
"დიდ ტრიოსთან" პირველი რთული სეზონის შემდეგ ერიკ სპოელსტრამ მეტად არასტანდარტული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მოედანზე მოთამაშეთა როტაციას ეხებოდა. საბოლოოდ, "ჰიტი" ჩემპიონი გახდა, სპოელსტრა კი ერთ-ერთი იმ ოთხ მოქმედ მწვრთნელს შორის, რომლებიც საჩემპიონო ბეჭდით იწონებენ თავს.

შეფასება: 4

საბოლოო შეფასება
მიღებულია, რომ კალათბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციებია - ცენტრი და გამთამაშებელი.

"მაიამიში" არ არიან მოთამაშეები, რომლებიც ამ პოზიციებზე ლიგის ტოპ-ათეულებში შედიან.

გასულმა წელმა აჩვენა, რომ ეს მტკიცებულება მხოლოდ მითია. გუნდმა, უბრალოდ, მოედანზე შეუშვა საუკეთესო მოთამაშეები, ლებრონ ჯეიმსი კი ერთნაირად წარმატებით ირჯებოდა ყველას ნაცვლად - დაწყებული პირველი ნომრით და დამთავრებული მძიმე ფორვარდით. ვერც ერთმა დანარჩენმა გუნდმა ამას ვერაფერი დაუპირისპირა.

"ლეიკერსის" მიერ დუაიტ ჰოვარდის შეძენამ, რა თქმა უნდა, "მაიამის" ზედიზედ მეორედ გაჩემპიონების შანსები ოდნავ დაბლა დასწია.

მაგრამ ლებრონ ჯეიმსი თავისი კარიერის მწვერვალზე იმყოფება. ძალიან რთულია მის გვერდით დააყენო პლანეტის ნებისმიერი სხვა მოთამაშე. გუნდის ხელმძღვანელობა კი მას მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს შეუქმნის იმისთვის, რომ "მეფე" კიდევ ერთხელ გახდეს ჩემპიონი.

საერთო შეფასება: 4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული