სეზონის წინ: "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი"

AutoSharing Option
პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 102,7 ქულა - მე-13 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 103,7 ქულა - 22-ე ლიგაში

წინა ხაზი
გუნდის მთავარი ვარსკვლავი ლამარკუს ოლდრიჯი გააგრძელებს სასტარტო შემადგენლობაში მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშს. ნიკოლა ბატუმი, რომელმაც დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს, მეორე ფორვარდის ფუნქციებს შეასრულებს.

ხოლო დრაფტზე მე-11 ნომრად არჩეულ მეისერ ლეონარდს საკმარისი დრო ექნება იმისთვის, რომ NBA-ს დონეზე შეითვისოს ცენტრის პოზიციაზე თამაში.

შეფასება: 4

უკანა ხაზი
დრაფტზე მეექვსე ნომრად არჩეული დამიენ ლილარდი გამთამაშებლის პოზიციიდან უხელმძღვანელებს გუნდის შეტევებს.
მან უნდა დაამტკიცოს, რომ არა მხოლოდ ქულების დაგროვება, არამედ შედეგიანი გადაცემების დარიგებაც ეხერხება. უესლი მეტიუზმა ოლდრიჯთან ერთად უნდა სცადოს გუნდის ლიდერის ფუნქციების საკუთარ თავზე აღება.

შეფასება: 3 პლუსით

დაცვა
გუნდის დაცვაში თამაში გასულ სეზონში ძალიან მოიკოჭლებდა, ახლა კი სასტარტო ხუთეულში ერთბაშად ორი ახალბედა გამოჩნდება. გამოუცდელობის კომპენსაცია მათ ენერგიის ხარჯზე უნდა მოახდინონ.

შეფასება: 2

სათადარიგოთა სკამი
თუ სასტარტო ხუთეულში ყველაფერი მეტ-ნაკლებად გარკვეულია, სათადარიგოთა სკამი ჯერაც გარდაქმნის პროცესშია. ჯერჯერობით ჩვენ ცხადად ვხედავთ მხოლოდ ოთხ მოთამაშეს, რომლებსაც ერთი წელი ან ნაკლები გამოცდილება აქვთ. სწორედ ისინი მიიღებენ ადგილს როტაციაში.

შეფასება: 2 პლუსით

მწვრთნელი
ტერი სტოტსი - შეტევის ორგანიზების ექსპერტია, მაგრამ მოცემულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური თამაშის დახვეწაა.

შეფასება: 3 პლუსით

საბოლოო შეფასება
"პორტლენდს" ნამდვილად აქვს მომავალი, მაგრამ არსებობს წარსულიც. ოლდრიჯის, ბატუმისა და მეტიუზის გონებაში დარჩა გასულ წელს წარუმატებელი გამოსვლის გამოცდილება და აქედან საჭირო დასკვნებია გასაკეთებელი.

ნიკოლა ბატუმისთვის აუცილებელია თავის ემოციურ მდგომარეობაზე მუშაობა. ამ მხრივ, ხელმძღვანელობის ნდობა ახალი კონტრაქტის სახით, შესაძლოა, კარგი წინაპირობა გახდეს წარმატების მისაღწევად.

საბოლოოდ, დღეისთვის "პორტლენდს" ჰყავს: ახალი მწვრთნელი, ახალი გენერალური მენეჯერი, ორი ახალი მოთამაშე სასტარტო ხუთეულისთვის.

დამდეგ სეზონში იქნება ბევრი წაგება, შეიძლება იმდენიც, რომ გუნდმა "იბრძოლოს" კონფერენციაში ბოლო ადგილისთვის. ყოველ შემთხვევაში, გუნდს ისევ გაუჩნდა წარმატებული მომავლის იმედი.

საერთო შეფასება: 3 პლუსით

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული