თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, თითქმის გადაწყვეტილად უნდა მივიჩნიოთ NBA-ის ვეტერანი ვარსკვლავის ალენ აივერსონის თურქეთის "ბეშიქთაშში" გადასვლა. კონტრაქტი ერთწლიანი იქნება და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი საუკეთესო მოთამაშე 2 მილიონ დოლარს მიიღებს. გათვალისწინებულია ბონუსების გადახდაც.
"მოლაპარკებები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, - განაცხადა აივერსონის მენეჯერმა გარი მურმა. - სტამბოლი შესანიშნავი ქალაქია, ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა და ამ ფაქტორებით მოხიბლული ვართ".
"ალენს ძალიან უნდა კალათბურთის თამაში", - დაამატა მურმა.
"ბეშიქთაშის" წარმომადგენლებმა ორშაბათს გაუგზავნეს კონტრაქტი აივერსონს და იმედი აქვთ, რომ ალენი ამ კვირის ბოლომდე მოაწერს ხელს ხელშეკრულებას.ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
06:02 13-10-2010
აივერსონი თურქეთში მიდის
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული