აივერსონი თურქეთში მიდის

AutoSharing Option

თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, თითქმის გადაწყვეტილად უნდა მივიჩნიოთ NBA-ის ვეტერანი ვარსკვლავის ალენ აივერსონის თურქეთის "ბეშიქთაშში" გადასვლა. კონტრაქტი ერთწლიანი იქნება და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი საუკეთესო მოთამაშე 2 მილიონ დოლარს მიიღებს. გათვალისწინებულია ბონუსების გადახდაც.

"მოლაპარკებები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, - განაცხადა აივერსონის მენეჯერმა გარი მურმა. - სტამბოლი შესანიშნავი ქალაქია, ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა და ამ ფაქტორებით მოხიბლული ვართ".

"ალენს ძალიან უნდა კალათბურთის თამაში", - დაამატა მურმა.
"ბეშიქთაშის" წარმომადგენლებმა ორშაბათს გაუგზავნეს კონტრაქტი აივერსონს და იმედი აქვთ, რომ ალენი ამ კვირის ბოლომდე მოაწერს ხელს ხელშეკრულებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული