კობი ბრაიანტის ვარსკვლავური რეკორდი: ზედიზედ 15 "ოლ სტარი"

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა რეკორდი დაამყარა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობის მხრივ, - ამის შესახებ წერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.

NBA-მ შეაჯამა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები და დაასახელა აღმოსავლეთი და დასავლეთი კონფერენციების სასტარტო ხუთეულები. ბრაიანტი გამოკითხვის ლიდერი გახდა - მას ხმა მისცა მილიონნახევარზე მეტმა ადამიანმა. რიგით 62-ე "ოლ სტარი" 17 თებერვალს, ქალაქ ჰიუსტონში გაიმართება.

"ლეიკერსის" 34 წლის მცველი კარიერაში მეთხუთმეტედ ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში". ამ შეხვედრაში ზედიზედ 15-ჯერ მიწვევით (აქ არ ითვალისწინებენ 1998-99 წლების სეზონს, როცა ლიგაში ლოკაუტი გამოცხადდა),
ბრაიანტმა NBA-ის ახალი რეკორდი დაამყარა - მან გაუსწრო ჯერი უესტს, შაკილ ო’ნილსა და კარლ მელოუნს, რომლებსაც "ოლ სტარზე" ზედიზედ 14 მიწვევა ჰქონდათ.
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" სასტარტო შემადგენლობები ასე გამოიყურება:

დასავლეთი
კრის პოლი (კლიპერსი)
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
დუაიტ ჰოვარდი (ლეიკერსი)
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი)
კევინ დურანტი (ოკლაჰომა)

აღმოსავლეთი
რადონ რონდო (ბოსტონი)
დუეინ უეიდი (მაიამი)
კევინ გარნეტი (ბოსტონი)
კარმელო ენტონი (ნიუ იორკი)
ლებრონ ჯეიმსი (მაიამი)

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, NBA-ის კლუბების მწვრთნელები აირჩევენ შვიდ-შვიდ კალათბურთელს თითოეული კონფერენციიდან, რომლებიც "ყველა ვარსკვლავის მატჩს" სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსისთვის" ჩემპიონი ადრეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული