NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ოკლაჰომა" ერთპიროვნულია

AutoSharing Option
ახლა ლოსანჯელესელთა აქტივში 10 წაგებაა და აქედან სამი - “გოლდენ სტეიტისგან".

დიდი ბრძოლა გაიმართა: მარტო ბოლო მეოთხედში ლიდერი ხუთჯერ შეიცვალა. არადა, მესამე 12-წუთეულში “კლიპერსი” 12:0 გაიქცა და წესით, ხელიდან არ უნდა გაეშვა კომფორტული უპირატესობა, მაგრამ “გოლდენ სტეიტს” ჰყავს სტივენ კარი, რომელმაც ორი წუთის ინტერვალით სამი სამქულიანი ჩააგდო, ერთი წუთის შემდეგ კი დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ შესანიშნავი სნაიპერი, არამედ ბრწყინვალე გამთამაშებელია. მისი გრძელი პასით ჯეკი გაიქცა კონტრშეტევაში და “გოლდენ სტეიტი” სირენამდე ექვსი წუთით ადრე ოთხი ქულით დაწინაურდა – 90:86.

იძულებითი ტაიმ-აუტის
შემდეგ სტუმრებმა იოლად დაიბრუნეს ლიდერობა 7:0 სპურტით, მაგრამ სწორედ ამ დროს კარიმ მეოთხე სამქულიანი ჩააგდო, თანაც ეს ძალიან რთულ სიტუაციაში გააკეთა - ჯეკისგან მიიღო პასი (ამ დუეტმა მეოთხე მეოთხედში გუნდური 33 ქულიდან 26 ქულა მიითვალა) და მოუმზადებლად გაისროლა.

მოკლედ, “კლიპერსისთვის” წელს კარი მთავარი თავის ტკივილი გახდა - მცველმა სამ მოგებულ შეხვედრაში ვინი დელ ნეგროს გუნდს 82 ქულა ჩაუგდო. ბოლოს დევიდ ლიმ ჩააგდო სირენამდე წუთით ადრე. “გოლდენ სტეიტის” უპირატესობა ექვს ქულამდე ავიდა და საკუთარი ადგილებიდან წამომხტარი გულშემატკივრები ბოლომდე აღარ დამსხდარან.

* * *
35 ქულა დააგროვა “შარლოტის” გამთამაშებელმა კემბა უოკერმა “ჰიუსტონთან” საშინაო შეხვედრაში, მაგრამ ეს მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. “რაკეტებს” ბოლო შვიდი მატჩიდან ყველა წაგებული ჰქონდათ და აუტსაიდერთან შეხვედრა ამ სერიის შეწყვეტის კარგი შესაძლებლობა იყო.

ჯეიმს ჰარდენმა თამაშიდან საშინელი პროცენტით ისროლა (20-დან 5). სამაგიეროდ, შვიდი მოხსნა და ამდენივე პასი დააგროვა და რაც მთავარია, ხშირად აიძულებდა მეტოქეებს ჯარიმების აღებას. საჯარიმოს ხაზიდან ის გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა - 21-დან 19 ჩააგდო (ბოლო მეოთხედში 10-დან 10), რითაც მატჩის მთავარი გმირი გახდა.

სწორედ ის იყო ბოლო მეოთხედში იმ გაქცევის სულისჩამდგმელი, რისი წყალობითაც “როკეტსმა” შვიდქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და წინ გავიდა. ამის შემდეგ “შარლოტის” ზედიზედ მე-15 საშინაო წაგება, ფაქტობრივად, გარანტირებული იყო. ახლა “ბობკეტსს” შინ ხუთი წაგება დარჩა NBA-ს აბსოლუტურ ანტირეკორდამდე.

* * *
“ლეიკერსი” 41 წუთის განმავლობაში თანაბრად ებრძოდა “ჩიკაგოს”, მაგრამ მატჩის ბოლოს ისევ შეექმნა პრობლემები. “ბულზის” 14:4 გაქცევამ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. ამ სპურტის მთავარი გმირი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც ამ 14 ქულიდან რვა თავის ანგარიშზე ჩაიწერა, თანაც ორჯერ სამქულიანი ჩააგდო.

საერთოდ, შორეული ტყორცნები ჩიკაგოელებს შესანიშნავად გამოსდიოდათ – 17-დან 9 ჩააგდეს და ამით მოუგეს კალიფორნიელებს, რომლებიც ზედიზედ მეექვსედ დამარცხდნენ სტუმრად. ტყუილად არ ვწერდით 22 იანვრის ნომერში, რომ “ლეიკერსის” კრიზისი კობი ბრაიანტზეც აისახა – მცველმა ექვსივე სამქულიანი მიზანს ააცილა, სულ კი 22-დან მხოლოდ შვიდი ბურთი ჩააგდო.

* * *
გვარიანად ანერვიულა თავისი გულშემატკივარი “სან ანტონიომ”. სირენამდე ხუთი წუთით ადრე, ნიკ იანგის ზედიზედ ხუთი ქულით, “ფილადელფია” შვიდ ქულას იგებდა, მაგრამ “სპურსი” გამოცდილების ხარჯზე გამოძვრა ამ რთული სიტუაციიდან.

დარჩენილ დროში “სიქსერზმა” ათიდან ცხრა ტყორცნა ააცილა და მეტოქეს 15:3 გაქცევის საშუალება მისცა. “ფილადელფიას” იმედები ტონი პარკერმა დაასამარა, რომელმაც ბოლო ექვსი გუნდური ქულიდან ხუთი თავის ანგარიშზე მიითვალა.

რაც შეეხება მატჩის მთავარ გმირს, ის ტიმ დანკანი გახლავთ, რომელიც 24 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა და თან 17 მოხსნაც დააგროვა.

ფილადელფია-სან ანტონიო 85:90
17:25, 18:24, 29:22, 21:19
ფ: ტერნერი (18+12 მოხსნა+7 პასი), ჰოიესი (16+6 მოხსნა+3 დაფარება), ჰოლიდეი (15+8 პასი+4 ჩაჭრა), ტ. იანგი (14+6 მოხსნა), ნ. იანგი (12).
ს-ა: დანკანი (24+17 მოხსნა+5 პასი), პარკერი (20+8 პასი), ლეონარდი (16+7 მოხსნა), სპლიტერი (10+12 მოხსნა).

მემფისი-ინდიანა 81:82
27:26, 12:17, 24:22, 18:17
მ: ელინგტონი (17), გეი (14+8 მოხსნა), რენდოლფი (13+7 მოხსნა), კონლი (13).
ი: უესტი (14+3 ჩაჭრა+5 დაფარება), ჰილი (13), ჯორჯი (12+10 მოხსნა+9 პასი), ჰიბერტი (10+5 მოხსნა+4 დაფარება).

ნიუ ორლეანი-საკრამენტო 114:105
30:18, 34:21, 23:37, 27:29
ნ-ი: ანდერსონი (27+6 მოხსნა), ვასკესი (19+7 მოხსნა+11 პასი), გორდონი (16), ამინუ (14+11 მოხსნა), დევისი (11+6 მოხსნა+3 დაფარება).
ს: კაზინსი (29+13 მოხსნა), ტომასი (20), ტ. ევანსი (16), აუთლო (10).

შარლოტი-ჰიუსტონი 94:100
30:22, 26:23, 25:29, 13:26
შ: უოკერი (35+5 პასი), სეშენსი (19+8 მოხსნა+5 პასი), უორიკი (10).
ჰ: ჰარდენი (29+7 მოხსნა+7 პასი), მორისი (21+8 მოხსნა), დელფინო (16), პარსონსი (14+7 მოხსნა+5 პასი), ბევერლი (10).

ატლანტა-მინესოტა 104:96
18:31, 26:27, 26:19, 34:19
ა: ჰორფორდი (28+10 მოხსნა+3 დაფარება), პარგო (16), კორვერი (14), სკოტი (11+7 მოხსნა), სმიტი (10+6 პასი), ტიგი (9+10 პასი).
მ: უილიამსი (17), ბარეა (14+7 პასი), კირილენკო (13+6 მოხსნა+5 პასი), კანინგემი (13), რიდნური (12+3 ჩაჭრა), სტიმსმა (11+5 მოხსნა).

ნიუ იორკი-ბრუკლინი 85:88
24:26, 17:21, 27:18, 17:23
ნ-ი: ენტონი (29+7 მოხსნა), სმიტი (16+3 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (15+6 მოხსნა), კიდი (11+6 ჩაჭრა), ჩენდლერი (7+11 მოხსნა).
ბ: ჯონსონი (25+5 პასი), უილიამსი (15+12 პასი+5 მოხსნა), ლოპესი (14+11 მოხსნა+4 დაფარება), ჰემფრიზი (11+13 მოხსნა).

გ. სტეიტი-კლიპერსი 106:99
33:33, 20:19, 20:28, 33:19
გ-ს: კარი (28+6 პასი), ჯეკი (18+6 მოხსნა+10 პასი), ტომპსონი (18), ლი (12+11 მოხსნა+6 პასი).
კ: გრიფინი (26+13 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), კროუფორდი (24), ბატლერი (19+5 მოხსნა).

ჩიკაგო-ლეიკერსი 95:83
27:20, 20:20, 22:29, 26:14
ჩ: ჰაინრიხი (22+7 მოხსნა+8 პასი), ბელინელი (15), ბუზერი (14+6 მოხსნა), ჰემილტონი (13), რობინსონი (11+3 ჩაჭრა), ბატლერი (10+8 მოხსნა), ნოა (6+13 მოხსნა+6 დაფარება).
ლ: ნეში (18+6 პასი), ბრაიანტი (16+5 პასი), გასოლი (15+12 მოხსნა), უორლდ პისი (12+8 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 დაფარება), კლარკი (12+8 მოხსნა).

პორტლენდი-ვაშინგტონი 95:98
31:34, 20:16, 13:19, 31:29
პ: ლილარდი (18+5 პასი), ოლდრიჯი (17+12 მოხსნა), მეტიუზი (17), ჰიქსონი (16+6 მოხსნა), ბატუმი (12+10 მოხსნა+11 პასი+3 ჩაჭრა).
ვ: ნენე (24+9 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), უებსტერი (24+6 პასი), ოკაფორი (13+13 მოხსნა), ჯორ. კროუფორდი (13).

ვარეჟაომ სეზონი დაასრულა
“კლივლენდ კავალიერზის” ბრაზილიელ ცენტრს ანდერსონ ვარეჟაოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა. ბოლო დროს კალათბურთელი საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ექიმები ებრძვიან მოულოდნელად წარმოქმნილ ფილტვის ემბოლიას.

იტყობინებიან, რომ უახლოეს რამდენიმე დღეს ვარეჟაო კლინიკაში გაატარებს, რის შემდეგაც დაახლოებით სამი თვე სახლში იმკურნალებს ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ წლევანდელი სეზონი “კლივლენდის” ერთ-ერთი ლიდერისთვის დასრულებულად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება ბრაზილიელის სამომავლო კარიერას, ამ მხრივ, ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ვარეჟაომ რეგულარულ ჩემპიონატში 25 მატჩის გამართვა მოასწრო და საშუალოდ 14.1 ქულა და 14.4 მოხსნა დააგროვა.

* * *
“ჩიკაგო ბულზის” მცველი დერიკ როუზი, რომელიც მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის, მალე რეაბილიტაციის ახალ ეტაპზე გადავა. ეს ეტაპი ითვალისწინებს სრულფასოვან ვარჯიშებს გუნდთან ერთად, - წერს ESPN.

ასეთი ოპტიმისტური ინფორმაციის მიუხედავად, “ჩიკაგოს” მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო ვერ ასახელებს როუზის მოედანზე დაბრუნების ზუსტ თარიღს. წინასწარი ინფორმაციით, შარშანწინდელი სეზონის MVP თებერვლის ბოლომდე ვერ დაბრუნდება მოედანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტიც კი კრიზისშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული