ამ სპორტულ ფეხსაცმელს როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ვერტიკალური ნახტომის თითქმის 9 სანტიმეტრით გაზრდა შეეუძლია. ფეხსაცმლის ძირზე გამოყენებულია ზამბარისებური სისტემა, რომელსაც მიწიდან აზიდვა შეუძლია.
”მოქმედი წესების თანახმად, მოთამაშეებს ეკრძალებათ მატჩის დროს ისეთი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც მათ მეტოქესთან შედარებით საგრძნობ უპირატესობას მისცემს", - ხაზგასმულია ნბა-ს ოფიციალურ განცხადებაში.
Athletic Propulsion Labs ტყუპი ძმების ადამ და რაიან გოლდსტოუნების დაარსებულია. წარსულში ძმები პროფესიონალურ კალათბურთს თამაშობდნენ. კომპანია იყენებდა ტექნოლოგიას, რომელიც
გოლდსტოუნები ამტკიცებენ, რომ მათი ახალი ფეხსაცმელი სპორტსმენის ვერტიკალურ ნახტომს 8.89 სანტიმეტრით ზრდის.