ბოტასი, რომელიც კალათბურთელის ნახტომს ზრდის

AutoSharing Option
კალათბურთის ნაციონალურმა ასოციაციამ თავის მოთამაშეებს მატჩების დროს კომპანია Athletic Propulsion Labs მიერ გამოშვებული ახალი სპორტული ფეხსაცმელების ჩაცმა აუკრძალა.

ამ სპორტულ ფეხსაცმელს როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ვერტიკალური ნახტომის  თითქმის 9 სანტიმეტრით გაზრდა შეეუძლია. ფეხსაცმლის ძირზე გამოყენებულია ზამბარისებური სისტემა, რომელსაც მიწიდან აზიდვა შეუძლია.

”მოქმედი წესების თანახმად, მოთამაშეებს ეკრძალებათ მატჩის დროს ისეთი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც მათ მეტოქესთან შედარებით საგრძნობ უპირატესობას მისცემს", - ხაზგასმულია ნბა-ს ოფიციალურ განცხადებაში.

Athletic Propulsion Labs ტყუპი ძმების ადამ და რაიან გოლდსტოუნების დაარსებულია. წარსულში ძმები პროფესიონალურ კალათბურთს თამაშობდნენ. კომპანია იყენებდა ტექნოლოგიას, რომელიც

წარმოადგენს ფეხსაცმლის ლანჩის წინა მხარეს ჩამონტაჟებულ მოწყობილობას. ეს მოწყობილობა ზამბარასავით რეაგირებს და მიწიდან დაშორებას ზრდის.

გოლდსტოუნები ამტკიცებენ, რომ მათი ახალი ფეხსაცმელი სპორტსმენის ვერტიკალურ ნახტომს 8.89 სანტიმეტრით ზრდის.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული