როდმანი შედეგებს იმკის

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი დენის როდმანი, რომელიც ცოტა ხნის წინ პირველი ამერიკელი გახდა, ვინც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა, პირველად დაზარალდა აზიელ დიქტატორთან ვიზიტის გამო. 51 წლის ამერიკელი ნიუ იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ბარიდან გამოაძევეს იმის გამო, რომ ის გაუჩერებლად აქებდა თავის ახალ მეგობარს.

"როდმანმა დაახლოებით სამი საათი გაატარა ბარში და ყვებოდა იმის შესახებ, რომ კიმი – შესანიშნავი მამაკაცია, თან ამატებდა, რომ ჩრდილოკორეელ ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრა და მასთან კალათბურთზე ლაპარაკი უნდა, - ამბობს ერთ-ერთი მოწმე.
– კალათბურთელი აფრიალებდა მანიფესტს, რომელიც დიქტატორის მიერ იყო ხელმოწერილი და არწმუნებდა ბარში მყოფებს, რომ ყველა ვალდებულია გაიცნოს ინი".


ასევე აღნიშნავენ, რომ სპორტსმენს არ უნდოდა არანაირი აზრის მოსმენა იმის შესახებ, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა – ტოტალიტარული ქვეყანაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი და სკანდალისტი დენის როდმანი დამეგობრდნენ




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული