NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები მონტა ელისი და ტაი ლოუსონი არიან

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსის" მცველი მონტა ელისი და "დენვერ ნაგეტსის" გამთამაშებელი ტაი ლოუსონი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ელისი თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. მონტა საშუალოდ მატჩში 24.0 ქულას (მეექვსე ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში) და 5.0 ჩაჭრას აგროვებდა. გასულ კვირას, მონტა ელისს ზედიზედ ორ მატჩში ჰქონდა ექვსი ჩაჭრა.

ლოუსონის კარგი თამაშის წყალობით, "დენვერმა" გასულ კვირას ასევე სამიდან სამი მატჩი მოიგო. გამთამაშებელი საშუალოდ მატჩში 21.0 ქულას, 7.0 შედეგიან გადაცემასა და 1.7 მოხსნას აგროვებდა.

ელისის კვირა
26 თებერვალი. დალასი-მილუოკი 90:95.
22 ქულა, 9 პასი, 6 ჩაჭრა.
27 თებერვალი. ჰიუსტონი-მილუოკი 107:110. 27 ქულა, 6 მოხსნა, 12 პასი, 6 ჩაჭრა.
2 მარტი. მილუოკი-ტორონტო 122:114. 23 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა.

ლოუსონის კვირა
25 თებერვალი. ლეიკერსი-დენვერი 108:119. 22 ქულა, 8 პასი, 4 მოხსნა.
27 თებერვალი. დენვერი-პორტლენდი 111:109. 30 ქულა, 6 პასი, 2 ჩაჭრა.
1 მარტი. დენვერი-ოკლაჰომა 105:103. 11 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ელ ჰორფორდი ("ატლანტა"), ჟოაკიმ ნოა ("ჩიკაგო"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ჩენდლერ პარსონსი ("ჰიუსტონი"), დევიდ უესტი ("ინდიანა"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), მარკ გასოლი ("მემფისი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა") და დამიენ ლილარდი ("პორტლენდი").

კლივლენდი-ნიუ იორკი 97:102
34:24, 27:25, 13:21, 23:32
კ: სპეიტსი (23+8 მოხსნა), ირვინგი (22+5 მოხსნა+6 პასი), ტომპსონი (14+8 მოხსნა), მაილზი (11), გი (10), უოლტონი (2+12 პასი).
ნ-ი: სტაუდმაიერი (22+6 მოხსნა), სმიტი (18+7 მოხსნა+7 პასი), ნოვაკი (15), კიდი (12+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფელტონი (8+10 პასი).

მილუოკი-იუტა 109:108 (ო)
20:24, 25:24, 30:17, 24:34, 10:9
მ: ელისი (34+4 ჩაჭრა), ჯენინგსი (20+17 პასი), რედიკი (17), სანდერსი (8+16 მოხსნა+6 დაფარება).
ი: ფეივორსი (23+15 მოხსნა), მილსეპი (22+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბერქსი (19), კანტერი (18+10 მოხსნა), ჰეივორდი (13+7 მოხსნა+5 პასი), კეროლი (13+3 ჩაჭრა).

ნიუ ორლეანი-ორლანდო 102:105
23:20, 23:16, 30:34, 26:35
ნ-ო: დევისი (17+15 მოხსნა+4 დაფარება), ვასკესი (17+8 პასი), გორდონი (17+5 პასი), ანდერსონი (13).
ო: აფლალო (26+5 მოხსნა+5 პასი), ნელსონი (15+7 პასი), ჰარისი (15+5 მოხსნა), ჰარკლესი (13), ჰარინგტონი (10+5 მოხსნა), ვუჩევიჩი (9+11 მოხსნა).

მინესოტა-მაიამი 81:97
16:22, 27:28, 20:19, 18:28
მინ: უილიამსი (25+10 მოხსნა), რუბიო (14+5 მოხსნა+8 პასი+6 ჩაჭრა), შვედი (13), კანინგემი (8+11 მოხსნა).
მაი: უეიდი (32+7 მოხსნა+10 პასი), ჯეიმსი (20+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ალენი (13), ბოში (11+9 მოხსნა).

დენვერი-ატლანტა 104:88
28:27, 30:23, 23:23, 23:15
დ: ბრიუერი (22), ლოუსონი (18+8 პასი+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (13+5 მოხსნა), იგუოდალა (12+6 მოხსნა+6 პასი), ფარიდი (10+13 მოხსნა).
ა: ჰორფორდი (18+13 მოხსნა), ტიგი (15+8 პასი), სმიტი (15+5 მოხსნა), ჯენკინსი (12), ჰარისი (11).

პორტლენდი-შარლოტი 122:105
31:25, 37:30, 23:24, 31:26
პ: ოლდრიჯი (23+14 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ლილარდი (20+7 პასი), ბატუმი (20+5 პასი), ჰიქსონი (15+8 მოხსნა), ლეონარდი (15+6 მოხსნა), მეტიუზი (14), მეინორი (10).
შ: სეშენსი (18), კიდ-გილკრისტი (17+10 მოხსნა), უოკერი (15+11 პასი+3 ჩაჭრა), ჰენდერსონი (14), გორდონი (14).

გ. სტეიტი-ტორონტო 125:118
31:28, 31:26, 21:36, 42:28
გ-ს: ლი (29+11 მოხსნა+5 პასი), კარი (26+5 მოხსნა+12 პასი), ტომპსონი (22), ჯეკი (16+6 პასი), ბარნსი (12), ლენდრი (12).
ტ: ბარნიანი (26+7 მოხსნა), გეი (26+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯონსონი (23+15 მოხსნა), დეროზანი (15), ლოური (11+11 მოხსნა+9 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამიმ" მინუს 16 ამოატრიალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული