ჯორდანი ქორწინდება... ლებრონიც

AutoSharing Option
"შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად აღიარებული მაიკლ ჯორდანი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ 50 წელი შეუსრულდა, მეორედ დაქორწინებისთვის ემზადება.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ჯორდანმა 7 მარტს, პალმ-ბიჩის მთავარ საოლქო სასამართლოში შეიტანა ქორწინების განაცხადი. ჯორდანის მეორე ცოლი გახდება კუბური წარმოშობის მოდელი ივეტ პრიეტო, რომელიც კალათბურთის ლეგენდაზე 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა.

ჯორდანის პირველი ქორწინება ხუანიტა ვანასთან 1989 წლიდან 2006 წლამდე გაგრძელდა. ამ ქორწინებისგან მაიკლს ორი ვაჟი - ჯეფრი მაიკლი და მარკუს ჯეიმსი და ერთი ქალიშვილი - ჟასმინი დარჩა.

***
Sportall.Ge
2013 წელს დაქორწინებას აპირებს "მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. კალათბურთელმა თავის "ტვიტერზე" უკვე მისწერა მეგობრებს, რომ მათ არაფერი დაგეგმონ 13 სექტემბერს. სწორედ ამ დღეს გაიმართება საქორწინო ცერემონია.

როგორც ESPN წერს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა ქალაქ სან დიეგოში წარადგინა ქორწინების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები.

ჯეიმსის რჩეული გახლავთ სავანა ბრინსონი, რომელთანაც კალათბურთელს ორი ვაჟი ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიკლ ჯორდანი მამობას უარყოფს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული