NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიტს" ყველაფერი შეუძლია

AutoSharing Option
კინაღამ შეწყდა "მაიამის" მოგებათა ბრწყინვალე სერია. თანაც სად - კლივლენდში! იმ ქალაქში, სადაც ლებრონ ჯეიმსი კარიერას იწყებდა და საიდანაც 2010 წელს წავიდა, რითაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. მისი იმდროინდელი საქციელი ბოლომდე არ არის დავიწყებული და კლივლენდში ბევრს არ უყვარს "მეფე", მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ლებრონს მისტირიან. მაგალითად, გუშინდელი მატჩის მეოთხე მეოთხედში მოედანზე გავარდა გულშემატკივარი, რომელსაც მაისურზე ეწერა: "შენ ჩვენ გვაკლიხარ. დაბრუნდი 2014-ში".

ასეა თუ ისე, მესამე მეოთხედის ბოლოსთვის ჩემპიონების მდგომარეობა თითქმის გამოუვალი იყო. "ჰიტი" 27 ქულით მარცხებოდა, და ეს იმ დროს,
როცა "კლივლენდს" აკლდა სამი წამყვანი შემსრულებელი - ირვინგი, უეიტერსი და ვარეჟაო. მაგრამ უახლოესმა რეზერვმა, რომელიც ლივინგსტონისა და ელინგტონის წყვილისგან შედგებოდა, აგრეთვე ტაილერ ზელერმა ფანტასტიკური გაქცევა მოაწყვეს - 22:3.

ბოლო 15 სეზონის განმავლობაში, NBA-ში ერთი გუნდი მატჩის მსვლელობისას 27 ქულას 2013-ჯერ აგებდა. და მხოლოდ ხუთ შემთხვევაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. სხვა სიტყვებით: ლებრონსა და კომპანიას მოგებათა სერიის გაგრძელების 0.24-პროცენტიანი შანსი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, შეძლო ამის გაკეთება.

რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი გახდა ჯეიმსის მონდომებით, რომელმაც საპასუხო სპურტს ჩაუყარა საფუძველი - 40:12. კერძოდ, ფორვარდმა მეოთხე მეოთხედში 14 ქულა დააგროვა, საერთო ჯამში კი სეზონში მეოთხე და კარიერაში 32-ე სამმაგი დუბლი შეასრულა: 25 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი. და ეს იმ დროს, როცა მთლიანად მატჩი არც ისე წარმატებული გამოუვიდა. კერძოდ, თამაშიდან 22-ჯერ ისროლა და მხოლოდ რვაჯერ ჩააგდო.

და მაინც, არსებობდა შანსი ჯეიმსის მონდომება წყალში ჩაყრილიყო, რადგან სირენამდე 27 წამით ადრე, "კლივლენდი" ერთ ქულას აგებდა და ბურთს ფლობდა. მაგრამ, მასპინძლებმა შანსი ვერ გამოიყენეს - ელინგტონის სროლამ მიზანს არ მიაღწია და ბურთმა მოედანი დატოვა. ოღონდ ვისგან? მსაჯებმა კარგა ხანი იმსჯელეს ამაზე და ბურთი "მაიამის" გადასცეს. საბოლოოდ, ჯეიმსის ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ, "კლივლენდს" კიდევ რჩებოდა ოვერტაიმის შანსი, მაგრამ მაილზს სამქულიანის შესრულებისას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და ბურთი ფარს მოარტყა.

ასე მოიგო "კლივლენდს" ზედიზედ 24-ე შეხვედრა და "ლეიკერსის" აბსოლუტურ რეკორდამდე 9 მატჩი დარჩა:

1. ლეიკერსი - 33 მოგება - 1971/72
2. მაიამი - 24 მოგება - 2012/13
3. ჰიუსტონი - 22 მოგება - 2007/08

მაიამის უახლოეს მატჩები:
"დეტროიტი" (შინ)
"შარლოტი" (შინ)
"ორლანდო" (გასვლა)
"ჩიკაგო" (გასვლა)
"ნიუ ორლეანი" (გასვლა)

დირკის 9 ათასი
"დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ გადალახა კარიერაში 9000-მოხსნიანი ზღვარი, - იტყობინება NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი. გერმანელმა ეს შედეგი "ბრუკლინთან" წაგებული მატჩის (96:113) მეოთხე მეოთხედში დააფიქსირა.
ნოვიცკი მხოლოდ მეათე კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, ვისაც ერთდროულად დაგროვებული აქვს 24 ათასი ქულა და 9 ათასი მოხსნა. ადრე, ეს ზღვარი გადალახეს: უილტ ჩემბერლენმა, ქარიმ აბდულ-ჯაბარმა, ელვინ ჰეიესმა, მოზეს მელოუნმა, კარლ მელოუნმა, შაკილ ო'ნილმა, ჰაკიმ ოლაჟუონმა, პატრიკ იუინგმა და კევინ გარნეტმა.

კობი, პაუ და ტონი ბრუნდებიან
როგორც ჩანს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" თავის მორიგ შეხვედრას "ვაშინგტონის" წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებს. ამერიკელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გუნდს უბრუნდებიან კობი ბრაიანტი და პაუ გასოლი. ნაწილობრივ, ეს ინფორმაცია დაადასტურა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ'ენტონიმ.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პაუ და კობი ითამაშებენ "ვაშინგტონთან", - განაცხადა კალიფორნიელთა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ გასოლი თითქმის ორი თვეა არ თამაშობს ფეხის ტრავმის გამო. რაც შეეხება ბრაიანტს, მან კოჭის დაზიანება გასულ კვირას, "ატლანტასთან" მატჩში მიიღო.

* * *
ასევე უბრუნდება თავისი ერთ-ერთი ლიდერი "სან ანტონიო სპურსს". ფრანგმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა, შესაძლოა, "იუტას" წინააღმდეგ ითამაშოს.

როგორც პარკერი ამბობს, მისი დაბრუნება ტექსასელთა მთავარ მწვრთნელზე გრეგ პოპოვიჩზეა დამოკიდებული, რომელიც არ გამორიცხავს ფრანგის მოედანზე გასვლას "ჯაზმენების" წინააღმდეგ.

ტონიმ მარცხენა ფეხის დაზიანება პირველ მარტს მიიღო და მაშინ "სპურსში" გამოაცხადეს, რომ კალათბურთელი დაახლოებით ოთხ კვირას გამოტოვებდა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ პარკერის აღდგენითი პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ. ამ კვირას, გამთამაშებელი საერთო ჯგუფს შეუერთდა და "გოლდენ სტეიტთან" მატჩის წინ დილის ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი

ნიუ ორლეანი-ბოსტონი 87:86
22:31, 23:24, 22:12, 20:19
ნ-ო: ანდერსონი (21), გორდონი (18), ვასკესი (13+7 მოხსნა+6 პასი), რობერტსი (12).
ბ: პირსი (28), გარნეტი (20+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრინი (13), ბასი (11+6 მოხსნა).

შარლოტი-ტორონტო 107:101
22:26, 31:22, 21:23, 33:30
შ: მალენსი (25+3 დაფარება), ჰენდერსონი (21+7 მოხსნა), გორდონი (16), უოკერი (14+7 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა), მაკრობერტსი (12+12 მოხსნა), პარგო (11).
ტ: გეი (25+8 მოხსნა), დეროზანი (19), ვალანჩუნასი (18+8 მოხსნა), ლოური (18+7 მოხსნა), ჯონსონი (8+10 მოხსნა+4 დაფარება).

ჰიუსტონი-იუტა 100:93
25:17, 27:16, 28:28, 20:32
ჰ: ჰარდენი (29), ლინი (24+6 პასი), პარსონსი (10+8 მოხსნა), აშიქი (9+12 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (27+8 მოხსნა), ჯეფერსონი (18+11 მოხსნა), მილსეპი (16), ბერქსი (11).

კლივლენდი-მაიამი 95:98
32:24, 23:10, 22:34, 18:30
კ: ელინგტონი (20+7 მოხსნა), ტომპსონი (18+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლივინგსტონი (14+6 პასი), ხელერი (12+11 მოხსნა), მაილზი (10), გი (10).
მ: ჯეიმსი (25+12 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (17), ბოში (11+7 მოხსნა), უეიდი (11+6 მოხსნა), ბატიე (11), ალენი (10).

დალასი-ბრუკლინი 96:113
32:22, 19:29, 26:34, 19:28
დ: ნოვიცკი (16+6 მოხსნა), კამანი (14), ჯეიმსი (12+7 პასი), კრაუდერი (10).
ბ: ლოპესი (38+11 მოხსნა), უილიამსი (31+6 პასი), ბლეტჩი (14), ევანსი (4+22 მოხსნა).

ნიუ იორკი-ორლანდო 106:94
26:15, 25:31, 32:19, 23:29
ნ-ი: სმიტი (22+7 მოხსნა), ენტონი (21+8 მოხსნა), კენ. მარტინი (11), ნოვაკი (11).
ო: ჰარისი (14), ნიკოლსონი (14), უდრიხი (13+8 პასი), ო'ქუინი (12+14 მოხსნა), ჰარკლესი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

სან ანტონიო-გ. სტეიტი 104:93
22:22, 38:25, 19:23, 25:23
ს-ა: დანკანი (25+13 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), სპლიტერი (17+7 მოხსნა), ჯინობილი (16+7 პასი), დე კოლო (10).
გ-ს: კარი (24), ჯეკი (14+7 პასი), ბარნსი (13), ლი (10+12 მოხსნა), ლენდრი (10), ბოგუტი (4+11 მოხსნა).

ატლანტა-მილუოკი 98:90
18:18, 30:25, 29:16, 21:31
ა: ტიგი (27+11 პასი), ჰორფორდი (26+15 მოხსნა), ჰარისი (15+6 პასი), სმიტი (12+16 მოხსნა+6 პასი).
მ: ჯენინგსი (21), სანდერსი (19+14 მოხსნა+4 დაფარება), რედიკი (18+6 პასი), დანლივი (10+7 მოხსნა).

ფინიქსი-ვაშინგტონი 79:88
26:25, 19:34, 20:15, 14:14
ფ: დრაგიჩი (18+11 პასი+3 ჩაჭრა), ჯონსონი (18), ო'ნილი (12+6 მოხსნა), სკოლა (11), ტაკერი (10+10 მოხსნა).
ვ: უოლი (19+8 პასი), ნენე (17+8 მოხსნა), სერაფინი (16), არიზა (14+6 მოხსნა), უებსტერი (13).

მემფისი-ოკლაჰომა 90:89 (ო)
21:15, 23:23, 14:19, 25:26, 7:6
მ: კონლი (24+7 მოხსნა), ბეილესი (20), რენდოლფი (15+18 მოხსნა), გასოლი (14+15 მოხსნა).
ო: დურანტი (32+8 მოხსნა), უესტბრუკი (20+3 ჩაჭრა), მარტინი (17), პერკინსი (2+16 მოხსნა).

კლიპერსი-ფილადელფია 101:72
20:20, 26:16, 28:22, 27:14
კ: პოლი (19+6 მოხსნა+9 პასი+5 ჩაჭრა), ბატლერი (14+6 მოხსნა), გრინი (13), კროუფორდი (12), ჰოლინზი (10+6 მოხსნა).
ფ: ჰოიესი (16+7 მოხსნა+7 პასი+4 დაფარება), ტ. იანგი (13+8 მოხსნა), ტერნერი (12).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-მაიამი* 67 53 14 79.1
3. x-ინდიანა* 68 42 26 61.8
2. ნიუ იორკი* 66 40 26 60.6
4. ბრუკლინი 68 40 28 58.8
7. ატლანტა 68 38 30 55.9
5. ჩიკაგო 66 36 30 54.5
6. ბოსტონი 67 36 31 53.7
8. მილუოკი 67 34 33 50.7
10. ფილადელფია 67 26 41 38.8
9. ტორონტო 68 26 42 38.2
13. ვაშინგტონი 67 24 43 35.8
11. დეტროიტი 69 23 46 33.3
12. კლივლენდი 68 22 46 32.4
14. ორლანდო 69 18 51 26.1
15. შარლოტი 68 16 52 23.5

დასავლეთი
თ მ წ %
1. x-სან ანტონიო* 68 52 16 76.5
2. x-ოკლაჰომა* 69 50 19 72.5
4. მემფისი 67 46 21 68.7
3. კლიპერსი* 69 47 22 68.1
5. დენვერი 69 47 22 68.1
6. გ. სტეიტი 70 39 31 55.7
7. ჰიუსტონი 68 37 31 54.4
9. ლეიკერსი 69 36 33 52.2
8. იუტა 68 34 34 50.0
11. დალასი 68 32 36 47.1
10. პორტლენდი 67 31 36 46.3
12. მინესოტა 65 23 42 35.4
15. საკრამენტო 68 24 44 35.3
13. ფინიქსი 69 23 46 33.3
14. ნიუ ორლეანი 69 23 46 33.3

y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში, * - დივიზიონის ლიდერი

ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 28.4
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 27.4
კობი ბრაიანტი (ლეი) 27.1
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 26.6
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 26.3
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 23.4
სტივენ კარი (გ-სტ) 22.2
დუეინ უეიდი (მაი) 21.5
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 21.1
ტონი პარკერი (ს-ანტ) 21.0

მოხსნა
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 12.5
ომერ აშიქი (ჰიუ) 11.7
ზაკ რენდოლფი (მემ) 11.7
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 11.5
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.5
დევიდ ლი (გ-სტ) 11.1
ტაისონ ჩენდლერი (ნ-იორ) 11.0
ჯეი ჯეი ჰიქსონი (პორ) 10.7
ელ ჰორფორდი (ატლ) 10.2
რეჯი ევანსი (ბრუ) 10.1

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 11.1
კრის პოლი (კლიპ) 9.6
გრეივის ვასკესი (ნ-ორლ) 9.3
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილ) 8.6
დერონ უილიამსი (ბრუკ) 7.6
ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.6
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 7.5
ჯამირ ნელსონი (ორლ) 7.3
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.3
ხოსე კალდერონი (დეტ) 7.3

ჩაჭრა
კრის პოლი (კლიპ) 2.4
მაიკ კონლი (მემ) 2.3
მონტა ელისი (მილ) 2.0
კემბა უოკერი (შარ) 2.0
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 1.9
ტადეუშ იანგი (ფილ) 1.8
დუეინ უეიდი (მაი) 1.8
ჯერემი ლინი (ჰიუ) 1.8
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.8

დაფარება
ლარი სანდერსი (მილ) 3.1
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.9
როი ჰიბერტი (ინდ) 2.7
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.7
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 2.4
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 2.3
ბრუკ ლოპესი (ბრუკ) 2.1
ჯავალ მაკგი (დენ) 2.0
ჯოშ სმიტი (ატლ) 1.9
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 1.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მესამე დამარცხებული ფინალისტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული