"ხარებისგან" ასეთ გმირობას არ ელოდნენ, რადგან არაოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდათ. დერიკ როუზის არყოფნას ყველა მიეჩვია, მაგრამ ასევე არ იყვნენ განაცხადში ნოა, ჰემილტონი და ბელინელი. მიუხედავად ამისა, "ბულზმა" მოახერხა იმის გაკეთება, რასაც თითქმის ორი თვე ვერავინ ახერხებდა.
"ჩიკაგოს" გამარჯვების პირველი ფაქტორი აღმოჩნდა მასპინძელთა მხრიდან თამაშის ტემპის დაგდება. ამით "მაიამი" ვერ იყენებდა თავის ერთ-ერთ მთავარ კოზირს (სწრაფი გადასვლა დაცვიდან შეტევაში) და ამასთან,
ამასთან, სტუმრებმა სამწამიანის გარედან ნასროლი 39 ბურთიდან მხოლოდ 10 მოათავსეს კალათში. ამით, პრაქტიკულად, გაუფასურდა მოედანზე ალენისა და ბატიეს ყოფნა, რომელთა სამქულიანები მიზანს არ აღწევდა.
დაუმატეთ ამას ბუზერის, დენგისა და ბატლერის ჯამური 66 ქულა; აგრეთვე, მასპინძლების მიერ მოგებული ბრძოლა ფარქვეშ (მოხსნები - 43:31) და "მაიამის" მხრიდან ჯარიმების შესრულების საშინელი პროცენტი (69.9). ახლა გასაგები ხდება, რატომ ვერ მოახერხა "მაიამიმ" მოგებათა სერიის გაგრძელება.
რა თქმა უნდა, ჯეიმსსა და თანაგუნდელებს დანებება არც უფიქრიათ, მაგრამ სირენამდე წუთით ადრე, როცა მხოლოდ ხუთი ქულით იყვნენ ჩამორჩენილები, სტუმრებმა ორი სულელური შეცდომა დაუშვეს: ჯერ ბუზერს ააღებინეს შეტევაში მოხსნა და მანაც იოლი ბურთი ჩააგდო ფარქვეშიდან, ოდნავ მოგვიანებით კი ჯეიმსს შეტევაში ბურთი მოპარა დენგმა...
* * *
"დენვერის" 15-მატჩიანი მოგებათა სერია უფრო ადრე შეწყდა და მას მერე ამ გუნდმა უკვე მიჯრით ორი შეხვედრა წააგო. არადა, "ნაგეტსი" ძალიან ახლოს იყო მოგებასთან - "სან ანტონიოსთან" მატჩის ბოლო 10 წამში საჭირო იყო კარგი შეტევის ორგანიზება, მაგრამ სტუმრებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს.
უაზრო პასების შემდეგ ფარქვეშ შესვლა სცადა ანდრე მილერმა, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და მისი მოუმზადებელი ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა. "სან ანტონიო" კი ამ გამარჯვებას ტიმ დანკანსა და მანუ ჯინობილის უნდა უმადლოდეს. ტიმი 23 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო (თან 14 მოხსნა და 5 დაფარებაც გააკეთა), არგენტინელმა კი მხოლოდ 9 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ სწორედ მან ჩააგდო უმნიშვნელოვანესი სამქულიანი სირენამდე წუთნახევრით ადრე.
სხვათა შორის, "სან ანტონიომ" 15-დან 10 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში, "ნაგეტსმა" კი 10 ცდიდან ვერცერთი (!) სამქულიანი ვერ ჩააგდო.
* * *
"ლეიკერსმა" ზედიზედ 22-ედ (!) დაამარცხა "მინესოტა". ეს არის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ კლუბზე გამარჯვებათა ყველაზე გრძელი მოქმედი სერია. ამ სერიის გაგრძელებით, კალიფორნიელებმა შეწყვიტეს მეორე უსიამოვნო სერია, რომელიც ზედიზედ სამი წაგებისგან შედგებოდა.
თუმცა არსებობდა იმის შანსი, რომ "ლეიკერსი" ზედიზედ მეოთხე შეხვედრას წააგებდა. სირენამდე ექვსი წუთით ადრე ლოსანჯელესელები 14 ქულით იგებდნენ და მასპინძლებმა სხვა გუნდების მიერ აპრობირებული ტაქტიკა გამოიყენეს - ჯარიმების აღება დაიწყეს დუაიტ ჰოვარდზე. "სუპერმენი" მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა (25 ქულა, 16 მოხსნა 5 დაფარება და 5 ჩაჭრა), მაგრამ საჯარიმოები მაინც ძალიან ცუდად ისროლა - 17-დან 7.
საბოლოოდ, "ვულვზმა" სირენამდე წუთით ადრე ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა, შემდეგ ორამდე, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ ზუსტი შეტევით შეძლეს პასუხის გაცემა. 117:120-ზე რუბიომ მოუმზადებელი სამქულიანი ისროლა და მოგვიანებით განაცხადა, რომ მასზე ბრაიანტი წესებს არღვევდა, მაგრამ მსაჯებს ეს არ დაუნახავთ.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ კობის კარიერაში 31 385 ქულა დაუგროვდა და ახლა ის 34 ქულით ჩამორჩება ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე მყოფ უილტ ჩემბერლენს.
ტორონტო-ატლანტა 88:107
25:20, 29:24, 21:31, 13:32
ტ: ვალანჩუნასი (19+8 მოხსნა), გეი (15+12 მოხსნა), დეროზანი (14), როსი (13+5 მოხსნა), ანდერსონი (12), ლოური (3+7 მოხსნა+10 პასი).
ა: ჰორფორდი (26+12 მოხსნა), ტიგი (24+13 პასი), სმიტი (19+3 ჩაჭრა).
ფილადელფია-მილუოკი 100:92
27:20, 27:28, 22:30, 24:14
ფ: ჰოლიდეი (18+6 პასი), უილკინსი (18+5 მოხსნა), ჰოიესი (15+17 მოხსნა), ტ. იანგი (14+7 მოხსნა), რაიტი (14+5 პასი), ტერნერი (13+7 მოხსნა).
მ: ელისი (29+7 პასი), სანდერსი (15+9 მოხსნა), ილიასოვა (13+18 მოხსნა).
შარლოტი-ორლანდო 114:108
20:39, 31:19, 32:24, 31:26
შ: უოკერი (34+7 მოხსნა+9 პასი), ჰენდერსონი (34+7 მოხსნა), ბიიომბო (11+7 მოხსნა+3 დაფარება).
ო: ჰარისი (29+9 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ო'ქუინი (23+11 მოხსნა+6 პასი), ჰარკლესი (18), კელსონი (13+6 მოხსნა+11 პასი), ჯონსი (13).
კლივლენდი-ბოსტონი 92:93
18:24, 27:22, 28:21, 19:26
კ: ელინგტონი (16+3 ჩაჭრა), სპეიტსი (13+6 მოხსნა), მაილზი (13+6 პასი), გი (12+5 მოხსნა), ლივინგსტონი (12+5 პასი), ზელერი (11+9 მოხსნა).
ბ: ბასი (22+5 მოხსნა), გრინი (21+7 მოხსნა+5 პასი), პირსი (19+10 მოხსნა+8 პასი), კროუფორდი (12).
ნიუ იორკი-მემფისი 108:101
37:25, 32:16, 17:29, 22:31
ნ-ი: სმიტი (35+7 მოხსნა), ენტონი (22+7 მოხსნა), შამპერტი (16), ფელტონი (13).
მ: კონლი (26+6 პასი), ბეილესი (24), ალენი (18+10 მოხსნა), გასოლი (13+5 მოხსნა), პონდექსტერი (10+5 მოხსნა).
ჩიკაგო-მაიამი 101:97
32:22, 23:24, 14:22, 32:29
ჩ: დენგი (28+7 მოხსნა+5 პასი), ბუზერი (21+17 მოხსნა), ბატლერი (17+5 პასი), რობინსონი (14).
მ: ჯეიმსი (32+7 მოხსნა+4 დაფარება), ბოში (21+4 დაფარება), უეიდი (18+7 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ნიუ ორლეანი-კლიპერსი 91:105
26:27, 22:29, 29:23, 14:26
ნ-ო: გორდონი (24+3 ჩაჭრა), დევისი (19+9 მოხსნა), ლოპესი (13+8 მოხსნა), რობერტსი (10).
კ: გრიფინი (19+5 მოხსნა), პოლი (16+6 მოხსნა+9 პასი+4 ჩაჭრა), ბატლერი (13), კროუფორდი (13), ბილაპსი (11), ჯორდანი (7+11 მოხსნა).
ჰიუსტონი-ინდიანა 91:100
19:35, 30:23, 22:24, 20:18
ჰ: ჰარდენი (22+8 პასი), სმიტი (18+19 მოხსნა), პარსონსი (11), რობინსონი (10).
ი: ჰიბერტი (28+13 მოხსნა+3 დაფარება), სტივენსონი (21+5 მოხსნა), ჰენსბრო (16+8 მოხსნა), ჯორჯი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ოკლაჰომა-ვაშინგტონი 103:80
29:23, 24:22, 30:21, 20:14
ო: უესტბრუკი (21), დურანტი (20+6 მოხსნა+6 პასი), მარტინი (18), პერკინსი (6+11 მოხსნა).
ვ: უოლი (18+12 პასი), ტემპლი (13+4 ჩაჭრა), სერაფინი (12+8 მოხსნა), მარტინი (12), ბუკერი (10+8 მოხსნა), ოკაფორი (5+10 მოხსნა).
მინესოტა-ლეიკერსი 117:120
23:26, 23:24, 33:41, 38:29
მ: პეკოვიჩი (19+16 მოხსნა), კანინგემი (18), უილიამსი (15+6 მოხსნა), ბადინგერი (14+9 მოხსნა), რუბიო (13+7 პასი+3 ჩაჭრა), ბარეა (11+7 პასი), კირილენკო (11+3 ჩაჭრა), რიდნური (11).
ლ: ბრაიანტი (31+7 პასი), ჰოვარდი (25+16 მოხსნა+5 ჩაჭრა+5 დაფარება), ჯეიმისონი (18+5 მოხსნა), გასოლი (17+9 მოხსნა), ნეში (16+8 პასი).
სან ანტონიო-დენვერი 100:99
22:20, 29:34, 32:21, 17:24
ს-ა: დანკანი (23+14 მოხსნა+5 დაფარება), გრინი (20), პარკერი (18+11 პასი), ლეონარდი (11+7 მოხსნა), სპლიტერი (10+6 მოხსნა).
დ: მაკგი (21+11 მოხსნა+3 დაფარება), ჩენდლერი (15+5 მოხსნა), მილერი (14+5 მოხსნა+8 პასი), გალინარი (12+6 მოხსნა), ფარიდი (12), იგუოდალა (10+7 პასი).
იუტა-ფინიქსი 103:88
34:23, 19:21, 22:27, 28:17
ი: ჯეფერსონი (25+9 მოხსნა), ჰეივორდი (25+5 მოხსნა+6 პასი), მილსეპი (12), ფოიე (12), ფეივორსი (9+13 მოხსნა), მო უილიამსი (8+10 პასი).
ფ: ჯონსონი (22+3 ჩაჭრა), სკოლა (20+7 მოხსნა), მარკიფ მორისი (10+6 მოხსნა), დადლი (10), მარშალი (7+13 პასი).
გ. სტეიტი-საკრამენტო 98:105
27:24, 17:23, 22:30, 32:28
გ-ს: ლი (20+10 მოხსნა), კარი (17+5 მოხსნა+12 პასი+4 ჩაჭრა), ლენდრი (16+7 მოხსნა), ჯეკი (16+7 პასი), ბოგუტი (12+9 მოხსნა+4 დაფარება).
ს: ტომასი (31+7 პასი), კაზინსი (14+6 მოხსნა), ტორნტონი (13), ევანსი (12+5 პასი).
პორტლენდი-ბრუკლინი 93:111
17:37, 24:27, 28:31, 24:16
პ: ოლდრიჯი (24), ლილარდი (15), ლეონარდი (11+9 მოხსნა).
ბ: ლოპესი (28+5 მოხსნა), ევანსი (22+26 მოხსნა), უოლასი (12+6 მოხსნა+5 პასი), ბლეტჩი (12), ბრუქსი (12), ბოგანსი (11), უილიამსი (6+10 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დალასი" პლეი ოფს მიუახლოვდა