"ლეიკერსი" მილუოკიში იყო ჩასული სათამაშოდ და იქაური "ბაქსის" წინააღმდეგ კარგად დაიწყო შეხვედრა - პირველ ტაიმში გარკვეულ ჰანდიკაპს მიაღწია, მაგრამ დაუდევარმა თამაშმა და სულელურმა შეცდომებმა გამოიწვია მეორე ტაიმში ჩავარდნა. "მილუოკიმ" პრაქტიკულად ყველა ფრონტზე აჯობა მეტოქეს და მეორე ნახევარში "ლეიკერსს" შანსი არ დაუტოვა.
უნდა ითქვას, რომ კალიფორნიელთა რიგებში ტრავმების ეპიდემია გრძელდება. სტივ ნეშმა მეორე ტაიმში მხოლოდ შვიდი
"ლეიკერსის" წაფორხილებით "ვერ ისარგებლა " დალასმა" და დიდი ანგარიშით წააგო შინ "ინდიანასთან", ასე რომ, კალიფორნიელებმა შეინარჩუნეს მერვე ადგილი, თუმცა კონკურენტები ძალიან ახლოს არიან.
დამაჯერებელი მოგების მიუხედავად, "პეისერსის" ბანაკში ბოლომდე საზეიმო განწყობა არ ყოფილა, რადგან სეზონის ბოლომდე გამოეთიშა თამაში დენი გრიენჯერი - მას ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია სჭირდება.
მილუოკი-ლეიკერსი 113:103
18:25, 35:31, 29:21, 31:26
მ: სანდერსი (21+13 მოხსნა), ჯენინგსი (20+7 პასი), ილიასოვა (20+4 ჩაჭრა), ელისი (18+7 მოხსნა+9 პასი), დენიელსი (16+3 ჩაჭრა).
ლ: ბრაიანტი (30), ნეში (16+6 პასი), ჰოვარდი (15+15 მოხსნა+3 დაფარება), ჯეიმისონი (13+7 მოხსნა), გასოლი (12+9 მოხსნა), მიქსი (11).
დალასი-ინდიანა 78:103
18:23, 23:18, 17:34, 20:28
დ: ნოვიცკი (21+7 მოხსნა), კოლისონი (10+8 პასი).
ი: ჯორჯი (24+8 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (16+11 მოხსნა), ჰენსბრო (13+9 მოხსნა), ო. ჯონსონი (12), ჰილი (10+5 მოხსნა).
ფინიქსი-საკრამენტო 103:117
32:38, 18:26, 28:24, 25:29
ფ: სკოლა (25+7 მოხსნა), ტაკერი (18+3 ჩაჭრა), ბიზლი (14+8 მოხსნა), ჯონსონი (14), მარშალი (9+10 პასი).
ს: კაზინსი (34+14 მოხსნა), ტომასი (23+8 პასი), ტ. ევანსი (12+6 პასი), პატერსონი (10+10 მოხსნა).
გრინს ბეჭდები მოპარეს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილ მოთამაშეს ეისი გრინს NBA-ის სამი საჩემპიონო ბეჭედი მოპარეს - წერს სააგენტო AP. ბეჭდები სამხრეთ კალიფორნიაში მცველის კუთვნილი სახლიდან გაიტაცეს.
თავად "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდას მიაჩნია, რომ, სავარაუდოდ, მისი ბეჭდები მუშებმა მოიპარეს.
საჩემპიონო ბეჭედი პლატინისა და ოქროს შენადნობი გახლავთ და მასში ბრილიანტებია ინკუსტრირებული. ბეჭდის ღირებულება 25 ათასს უდრის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამის" ზღაპარი დასრულდა