ერთ-ერთია 56 წლის ბერნარდ კინგი, რომელიც 1977 წლის დრაფტის პირველ რაუნდში აირჩიეს. ამ მსუბუქმა ფორვარდმა კარიერაში "ნიუ ჯერსის", "იუტას", "გოლდენ სტეიტის", "ნიუ იორკისა" და "ვაშინგტონის" რიგებში ითამაშა და რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდო მიიღო, ოთხჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და 1985 წელს ასოციაციის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
აღსანიშნავია, რომ პირველად კინგი დიდების დარბაზის წევრობის კანდიდატად 2004 წელს დაასახელეს, მაგრამ მისი ექვსი
* * *
ასევე დიდების დარბაზში მოხვდება ცნობილი მწვრთნელი რიკ პიტინო, რომელიც 2001 წლიდან ავარჯიშებს ლუისვილის უნივერსიტეტის გუნდს.
პიტინოს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაშიც უმუშავია. მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ექვსი წელი დაჰყო და იქ "ნიუ იორკსა" და "ბოსტონს" ავარჯიშებდა.
კარმელო MVP-ს უმიზნებს
ბოლო მატჩებში ფანტასტიკური შედეგიანობის შემდეგ, "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი კარმელო ენტონი ისევ ჩაება სეზონის MVP-ის ტიტულისთვის რბოლაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ მატჩში ენტონიმ შესაბამისად, 50, 40 და 41 ქულა დააგროვა, მისმა გუნდმა კი ზედიზედ 11 მატჩი მოიგო და მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.
ამ მომენტისთვის, MVP-ის რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. კარმელო ენტონი
2. კევინ დურანტი
3. ლებრონ ჯეიმსი
4. ტონი პარკერი
5. კრის პოლი
6. კობი ბრაიანტი
7. რასელ უესტბრუკი
8. დუეინ უეიდი
9. მარკ გასოლი
10. ჯეიმს ჰარდენი
კლიპერსს ვან განდი უნდა
ESPN იტყობინება, რომ "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მენეჯმენტი სერიოზულ ინტერესს გამოთქვამს მწვრთნელ სტენ ვან განდის პიროვნებით, რომელიც "ორლანდო მეჯიქიდან" წასვლის შემდეგ, ჯერაც უმუშევარადაა.
სავსებით შესაძლებელია, რომ კალიფორნიელები ზაფხულში ამ სპეციალისტს წინადადებით მიმართავენ. ამჟამად, "კლიპერსის" დამრიგებელია ვინი დელ ნეგრო, რომლის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სრულდება და ჯერ მისი გაგრძელების შესახებ შეთავაზება არ მიუღია.
სტენ ვან განდის "ორლანდოში" ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მოგებათა კარგი პროცენტი ჰქონდა - 65.7 და სამჯერ მოიგო ფლორიდელებთან ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონი.
ათასიანი ადელმანი
"მინესოტას" გამარჯვება "დეტროიტ პისტონსზე" კარიერაში მეათასე იყო მწვრთნელის რანგში "ტიმბერვულვზის" დამრიგებელ რიკ ადელმანისთვის. ის გახდა NBA-ის ისტორიაში მერვე მწვრთნელი, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია. ამ ჯგუფს სათავეში უდგას დონ ნელსონი 1335 მოგებით. აქვე არიან ლენი უილკინსი, ჯერი სლოუნი, პეტ რაილი, ფილ ჯექსონი, ჯორჯ კარლი და ლარი ბრაუნი.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ შედეგს მივაღწიე და მინდა ის ჩემს მეუღლეს მივუძღვნა, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა. როცა ექვსი შვილი გყავს, შენ კი ოჯახს ვერ აქცევ სათანადო ყურადღებას, ეს დიდად არ მოსწონს მეორე ნახევარს, მაგრამ 1000 მოგება NBA-ში - ეს უდიდესი მიღწევაა", - განაცხადა ადელმანმა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონ ჯეიმსი და დამიენ ლილარდი მეხუთედ