სტუმრების პირველი პრობლემა აღმოჩნდა სანდერსის ზედმეტი პერსონალურები. ამ მიზეზით კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი გაატარა და წამყვანი ცენტრის გარეშე "მილუოკის" სამწამიანი დაუცველი აღმოჩნდა. ფლორიდელებმა ამ ზონიდან 50 ქულა ჩააგდეს. ამას დაემატა ბატიესა და ალენის წყვილის ბრწყინვალე თამაში - მათ 15 ცდიდან ყველა სამქულიანი მოათავსეს კალათში.
და მაინც, "მაიამის" რიგებში ყველაზე აქტიური მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი იყო.
ფორვარდმა,
მაიამი-მილუოკი 110:87
26:24, 26:21, 28:20, 30:22
მაი: ჯეიმსი (27+10 მოხსნა+8 პასი), ალენი (20+5 მოხსნა+3 პასი), უეიდი (16+5 პასი+5 მოხსნა), ბოში (15+7 მოხსნა), ანდერსონი (10+7 მოხსნა).
მილ: ჯენინგსი (26), ელისი (22+4 ჩაჭრა).
სერია: 1-0
* * *
"ატლანტას" კალათბურთელებმა მაქსიმალურად სცადეს პოლ ჯორჯის შეჩერება. სტუმრები ლიგის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად მოთამაშეს ხშირად ორმაგ მეურვეობას უყენებდნენ. მართალია, ჯორჯმა 13-დან მხოლოდ სამი ტყორცნა მოათავსა კალათში, მაგრამ მაინც მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. ეს იმიტომ, რომ პოლი 18-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზზე და მხოლოდ ერთხელ შეცდა. თან, ჯორჯმა სამმაგი დუბლის შესრულებაც შეძლო.
"პეისერსის" ბოლო მოთამაშე, რომელმაც პლეი ოფში ასეთ შედეგს მიაღწია, მარკ ჯექსონი იყო. მისი ტრიპლ-დაბლი 1989 წლით თარიღდება.
ჯორჯის აქტიურობამ განსაკუთრებით კორვერი დააზარალა, რომელმაც ზედმეტი პერსონალურების გამო სათადარიგოთა სკამზე დიდი დრო გაატარა. ამიტომაც ის მხოლოდ ერთი ზუსტი სამქულიანით დაეხმარა თავის გუნდს. "პეისერსი" კარგად იცავდა თავს სმიტის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად იძულებული ხდებოდა, საშუალო მანძილიდან ესროლა.
საბოლოოდ, მაქსიმუმი, რასაც სამხრეთელებმა ამ მატჩში მიაღწიეს - სირენამდე 7 წუთით ადრე სხვაობის 8 ქულამდე შემცირება იყო. ამის შემდეგ "ატლანტას" მეტოქის 6:0 მინი-გაქცევა გამოეპარა და ბედს შეურიგდა.
ინდიანა-ატლანტა 107:90
34:26, 24:24, 26:19, 23:21
ი: ჯორჯი (23+12 პასი+11 მოხსნა), ჰილი (18), ჰიბერტი (16+8 მოხსნა), სტივენსონი (13+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), უესტი (13+9 მოხსნა), გრინი (11).
ა: ტიგი (21+7 პასი), სმიტი (15+8 მოხსნა+5 პასი), ჰორფორდი (14+6 მოხსნა+3 პასი), ჯონსონი (10+5 მოხსნა).
სერია: 1-0
მხოლოდ მასპინძლები იგებენ
პლეი ოფის პირველ ორ დღეს რვავე წყვილში გაიმართა პირველი შეხვედრები და ყველაში მასპინძელმა მოახერხა გამარჯვება. როგორც ხედავთ, რთული არ იყო ამ თამაშების შედეგების პროგნოზირება. ამ მხრივ, საკმაოდ იოლი გახლდათ "ოკლაჰომასა" და "ჰიუსტონის" პირველი მატჩის შედეგის გამოცნობა.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ "თანდერის" დამრიგებელს სკოტ ბრუქსს არ დასჭირვებია თავისი ლიდერთა დუეტის ბოლომდე დატვირთვა. მაგალითად, უესტბრუკმა მხოლოდ ნახევარი საათი დაჰყო მოედანზე და ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე.
მასპინძლებს დაცვაში კარგი თამაში გამოუვიდათ. მათ ყველა კოზირი მოუსპეს მეტოქეს, მაგალითად, მაქსიმალურად შეზღუდეს "ჰიუსტონის" შორეული არტილერია. 36-დან მხოლოდ რვა ზუსტი სამქულიანი - ასეთი შედეგით რთულია, წარმატების იმედი გქონდეს დურანტისა და კომპანიის წინააღმდეგ.
რეგულარულ ჩემპიონატში ჯეიმს ჰარდენმა ერთ მატჩში 40-ზე მეტი ქულა დააგროვა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, მაგრამ ამჯერად 19-დან 13 ტყორცნა ააცილა. თან მას სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონია. მაგალითად, ჯერემი ლინმა იმდენი ქულა ჩააგდო, რამდენიც შეცდომა დაუშვა.
ოკლაჰომა-ჰიუსტონი 120:91
26:19, 34:28, 29:19, 31:25
ო: დურანტი (24+6 მოხსნა+4 პასი), უესტბრუკი (19+10 პასი+8 მოხსნა), იბაკა (17+7 მოხსნა+3 დაფარება), მარტინი (16+5 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (20+6 მოხსნა), ბევერლი (11+4 პასი), დელფინო (10).
სერია: 1-0
* * *
მიუხედავად იმისა, რომ კობი ბრაიანტი გამოეთიშა სეზონს, "სან ანტონიოსა" და "ლეიკერსის" სერია მერვედფინალურ ეტაპზე ცენტრალურად მიიჩნევა. "სპურსმა" უცნაური გამარჯვება მოიპოვა. გრეგ პოპოვიჩმა ძველი დრო გაიხსენა და ეს მატჩი არა შედეგიანი თამაშით, არამედ დაცვითი მოქმედებით მოიგო.
შესაძლოა, მწვრთნელმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მის შეგირდებს ბოლომდე კარგად შეტევაში თამაში არ გამოსდიოდათ. თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი დაბალი იყო (37.6), მიუხედავად იმისა, რომ მანუ ჯინობილიმ 19 წუთში 18 ქულა დააგროვა. სამაგიეროდ, თითქმის იდეალური იყო "სპურსის" მოქმედება საკუთარ ნახევარზე, სადაც მეტოქეს 18 შეცდომა დააშვებინა (აქედან ათი დაკარგვა ჰოვარდისა და გასოლის წყვილს ეკუთვნის).
"ლეიკერსს" ამ მატჩისთვის სტივ ნეში დაუბრუნდა, მაგრამ კანადელი უფრო ხშირად შეტევისთვის ხელსაყრელი პოზიციის შერჩევით იყო დაკავებული, ვიდრე იერიშების ორგანიზებით. ამიტომაც მისი მონაგარი მხოლოდ 3 შედეგიანი პასი აღმოჩნდა. კალიფორნიელთა წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ რეზერვისტები მხოლოდ ათი ქულით დაეხმარნენ სასტარტო ხუთეულის წევრებს.
სან ანტონიო-ლეიკერსი 91:79
24:15, 21:22, 25:20, 21:22
ს-ა: პარკერი (18+8 პასი+3 ჩაჭრა), ჯინობილი (18+3 პაის), დანკანი (17+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბონერი (10+5 მოხსნა), ლეონარდი (8+11 მოხსნა).
ლ: ჰოვარდი (20+15 მოხსნა), გასოლი (16+16 მოხსნა+6 პასი), ნეში (16+3 პასი), ბლეიკი (12+4 ჩაჭრა+3 პასი).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: "ბოსტონმა" ანტირეკორდით დაიწყო