კობი ბრაიანტი: დამნაშავე მხოლოდ მე ვარ

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა მოუწოდა ჟურნალისტებსა და კრიტიკოსებს, არ დაადანაშაულონ კალიფორნიული კლუბის დამრიგებელი მაიკ დ'ენტონი იმაში, რომ კალათბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და პლეი ოფში თამაში ვერ მოახერხა. "ლეიკერსის" მწვრთნელს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის რეგულარული ჩემპიონატის მსვლელობისას საკმარის დროს არ აძლევდა კობის ძალების აღსადგენად.

მაგრამ ბრაიანტმა იზრუნა იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა მოეხსნა დ'ენტონისთვის. კობიმ აღნიშნა, რომ თავად წყვეტდა, რამდენი დრო უნდა გაეტარებინა მოედანზე. "თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ მაიკი წყვეტდა, როდის უნდა შევსულიყავი მოედანზე და როდის ამეღო დასვენება?" - განაცხადა
კალათბურთელმა.

ბრაიანტმა აღნიშნა, რომ ზუსტად ასევე მოიქცეოდა, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს. თუმცა მან ისიც დაამატა, რომ ზედიზედ შვიდ მატჩში მოედანზე 41 წუთის განმავლობაში ყოფნამ, სავარაუდოდ, თავისი როლი ითამაშა აქილევსის მყესის გაწყვეტაში.

"ლეიკერსის" ვარსკვლავის თქმით, ის ყოველთვის იღებდა მაგალითს მეჯიქ ჯონსონისგან და მაიკლ ჯორდანისგან, რომლებიც თავად წყვეტდნენ, როდის უნდა ეთამაშათ და როდის დაესვენათ.

პატიოსანი კიდი
"ნიუ იორკ ნიქსის" ვეტერანი მცველი ჯეისონ კიდი 2012-13 წლების სეზონის ერთ-ერთი ინდივიდუალური პრიზის მფლობელი გახდა.

კერძოდ, კალათბურთელი დაჯილდოებულია Joe Dumars Trophy-ით. ეს პრიზი გადაეცემა მოთამაშეს, რომელიც გამოხატავს სპორტის იდეალებს - მოედანზე და მის მიღმა ეთიკურ ქცევასა და პატიოსან თამაშს.

საინტერესოა, რომ კიდმა ეს ჯილდო გასულ წელსაც მოიპოვა. ის მეორე კალათბურთელია ისტორიაში, რომელმაც პრიზი მინიმუმ ორჯერ მოიგო. სამჯერ აქვს აღებული Joe Dumars Trophy ლიგის კიდევ ერთ ვეტერანს გრანტ ჰილს.

რიკი ევრობასკეტზე იქნება
ესპანური პრესის ინფორმაციით, "მინესოტა ტიმბერვულვზის" ესპანელი გამთამაშებელი რიკი რუბიო 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. წელს კონტინენტის პირველობას სლოვენია უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა.

როგორც იცით, რუბიოს მონაწილეობა არ მიუღია ლონდონის ზაფხულის თამაშებში, რისი მიზეზიც გასული წლის მარტში მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა იყო. ახლა ესპანელი აცხადებს, რომ მისი ნაოპერაციები მუხლი ასი პროცენტით არის აღდგენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: აჟიოტაჟი კობი ბრაიანტის გარშემო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული