გარდა იმისა, რომ მასპინძლები მესამე მეოთხედის ბოლოს 12 ქულას აგებდნენ, მათ საერთოდ არ მისდიოდათ თამაში დაცვაში, რაც ჯანმრთელი რასელ უესტბრუკის დროს იშვიათად ხდებოდა. მაგალითად, პირველ მეოთხედში "ოკლაჰომამ" რვაჯერ ასროლინა მეტოქეს სამქულიანი.
"თანდერს" გაუმართლა, რომ ამ სროლების
" მემფისი" ამდენს იმის გამო ბედავდა, რომ საშინლად თამაშობდნენ "ოკლაჰომას" "მაღლები". იბაკამ, პერკინსმა და კოლისონმა ერთად 19-დან სამი ბურთი ჩააგდეს, ერთით მეტი მოხსნა მიითვალეს, ვიდრე კევინ დურანტმა და 12 პერსონალური მიიღეს. მოკლედ, მასპინძლები ინტრიგას ინარჩუნებდნენ დურანტისა და მარტინის დახმარებით, სხვებისგან კი სარგებლობა თითქმის არ ყოფილა.
მატჩის ბოლო წამები კი ისე ვითარდებოდა, რომ "მემფისი" ვალდებული იყო, მოეგო ეს შეხვედრა. მაგალითად, ტაიშონ პრინსმა სირენამდე 44 წამით ადრე, როცა მისი გუნდი 3 ქულას იგებდა, ძალიან იოლი ბურთი ააცილა მიზანს. შემდეგ კონლიმ სისწრაფით სცადა ფიშერის დაჩაგვრა და ბურთის ტარებისას შეცდომა დაუშვა. მოგვიანებით კი პოტენციურად გამარჯვების მომტანი შეტევა გააფუჭა მარკ გასოლმა. შეცდომების ეს სერია კი "მინუს სამზე" პონდექსტერის არაზუსტმა საჯარიმომ დაასრულა...
რაც შეეხება კევინ დურანტს, ის პირველი მოთამაშე გახდა კლუბის ისტორიაში, ვინც პლეი ოფში შეაგროვა შთამბეჭდავი კოლექცია - 35+15+5.
ოკლაჰომა-მემფისი 93:91
14:16, 33:30, 17:27, 29:18
ო: დურანტი (35+15 მოხსნა+6 პასი), მარტინი (25+7 მოხსნა), ჯექსონი (12).
მ: გასოლი (20+10 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), რენდოლფი (18+10 მოხსნა), კონლი (13+5 მოხსნა+3 პასი), პონდექსტერი (13+5 მოხსნა+3 პასი), ბეილესი (10).
სერია: 1-0
გასეირნება მედისონ სკვერ გარდენში
"ინდიანას", "მემფისისგან" განსხვავებით, პირველი გასვლითი მატჩი კარგად გამოუვიდა. ამის მიზეზი რამდენიმეა: ჯერ ერთი, დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა პოლ ჯორჯმა, რომელმაც ჯეი არ სმიტსა და კარმელო ენტონის თამაშიდან მხოლოდ 5 ბურთი (24 ცდიდან) ჩააგდებინა (სულ ამ დუეტმა თამაშიდან 29 სროლა ააცილა!).
გარდა ამისა, მასპინძლებმა მეტოქეს ფარქვეშ ბატონობის საშუალება მისცეს. ასე მაგალითად, სტივენსონმა 13 მოხსნით პირადი რეკორდი დაამყარა.
საინტერესოა, რომ, როცა ეს კალათბურთელი მოედანზეა, "ინდიანა" თავის მეტოქეებს 90.8 ქულას აგროვებინებს, მის გარეშე - 112.0 ქულას. ამჯერადაც სტუმრებმა 17 ქულა მოიგეს იმ 39 წუთში, როცა სტივენსონი მოედანზე იყო, თან მეტოქეს 38 პროცენტის სიზუსტით ასროლინეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია დი ჯეი ოგასტინი, რომელმაც 13 წუთში ოთხი სამქულიანი ჩააგდო. აქედან სამი - პირველი მეოთხედის ბოლოს და მეორეს დასაწყისში, როცა "ნიუ იორკმა" მატჩში ერთადერთხელ მოახერხა გაქცევა. მეტის გაკეთების საშუალება "ინდიანამ" მეტოქეს არ მისცა, რაზეც მეტყველებს მასპინძლების მიერ სწრაფი გარღვევებისას დაგროვილი რვა ქულა.
ამ მატჩში ინტრიგა მესამე მეოთხედის ბოლოს გაქრა, როცა სხვაობამ 16 ქულას მიაღწია. შედეგად, "ნიუ იორკმა" პირველივე მატჩში დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა და თუ ისტორიული სტატისტიკით ვიმსჯელებთ, მას შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი აქვს - აქამდე ამ გუნდს არასოდეს მოუგია სერია პირველ მატჩში დამარცხების შემდეგ.
ნიუ იორკი-ინდიანა 95:102
27:22, 19:30, 19:29, 30:21
ნ-ი: ენტონი (27+11 მოხსნა), ფელტონი (18+3 პასი), სმიტი (17+5 მოხსნა), მარტინი (12), შამპერტი (11).
ი: უესტი (20), ჯორჯი (19+5 მოხსნა+4 პასი), ოგასტინი (16), ჰიბერტი (14+8 მოხსნა+5 დაფარება+4 პასი), ჰილი (14+7 მოხსნა+6 პასი), სტივენსონი (11+13 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა).
სერია: 0-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: I რაუნდი "ხარებმა" დახურეს