მთავარი მომენტი იყო როი ჰიბერტის დაფარება. სირენამდე 5.05 წუთით ადრე, როცა სტუმრები 92:90-ს იგებდნენ, "პეისერსის" ცენტრმა კარმელო ენტონის არ ჩაატენინა ბურთი, რითაც სათავე დაუდო თავისიანების გადამწყვეტ შტურმს. მასპინძლები 11:2 გაიქცნენ და ამ
სანამ ეს გაქცევა იქნებოდა, სტუმრებს მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე სამქულიანების ფანტასტიკური სერია გამოუვიდათ. ისინი პერიმეტრიდან 43.3-პროცენტიანი სიზუსტით ისროდნენ, მაგრამ თამაშიდან ეს მაჩვენებელი მხოლოდ 40 პროცენტი იყო. ასევე, ვუდსონის შეგირდებმა წააგეს ფარქვეშ ბრძოლა (მოხსნები: 36-43), ხოლო სამწამიანიდან დაგროვილი ქულების რაოდენობის შეფარდება "ნიქსისთვის" კატასტროფული იყო - 52:20.
გმირობის ტოლფასი იყო ჯორჯ ჰილის საქციელი. მასპინძლების ძირითადი გამთამაშებელი ტვინის შერყევით თამაშობდა, რომელიც მან წინა შეხვედრაში მიიღო. მართალია, მისი სტატისტიკა იდეალური არ ყოფილა, მაგრამ 42-წუთიან სათამაშო დროში მან ბევრი სარგებლობა მოუტანა თავის გუნდს.
"ინდიანა" ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად გავიდა აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში და ბევრი ექსპერტის აზრით, შეუძლია, იქ ბრძოლა მოახვიოს თავს "მაიამის".
ინდიანა-ნიუ იორკი 106:99
29:27, 26:20, 26:34, 25:18
ი: სტივენსონი (25+10 მოხსნა+3 პასი), ჯორჯი (23+5 მოხსნა+4 პასი), ჰიბერტი (21+12 მოხსნა+5 დაფარება), უესტი (17+5 მოხსნა+4 პასი), ჰილი (12+5 მოხსნა+4 პასი).
ნ-ი: ენტონი (39+7 მოხსნა), შამპერტი (19), სმიტი (15+10 მოხსნა+3 პასი).
სერია: 4-2
1/2-ფინალი. კალენდარი
აღმოსავლეთი
მაიამი-ინდიანა
22 მაისი. მაიამი-ინდიანა
24 მაისი. მაიამი-ინდიანა
26 მაისი. ინდიანა-მაიამი
28 მაისი. ინდიანა-მაიამი
30 მაისი. მაიამი-ინდიანა*
1 ივნისი. ინდიანა-მაიამი*
3 ივნისი. მაიამი-ინდიანა*
სან ანტონიო-მემფისი
19 მაისი. სან ანტონიო-მემფისი
21 მაისი. სან ანტონიო-მემფისი
25 მაისი. მემფისი-სან ანტონიო
27 მაისი. მემფისი-სან ანტონიო
29 მაისი. სან ანტონიო-მემფისი*
31 მაისი. მემფისი-სან ანტონიო*
2 ივნისი. სან ანტონიო-მემფისი*
* - საჭიროების შემთხვევაში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: დასავლეთის ფინალი "სპურსი"-"მემფისია"