გასულ კვირას ტრავმირებულმა კობიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კვირას მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებდა. სწორედ ამის შემდეგ ატყდა აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრაიანტმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
"სერიოზულად? მე ვასრულებ კარიერას? ეს მალე მოხდება, მაგრამ არა ახლა. მე კიდევ მაქვს რაღაც-რაღაცებზე სამუშაო", - დაწერა ბრაიანტმა საკუთარ "ტვიტერზე".
როგორც გაირკვა, "მნიშვნელოვან განცხადებაში" იგულისხმებოდა ახალი ამბავი კალათბურთელის საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის შესახებ. ამით კობი უსახლკარო ბავშვებს
* * *
ამასობაში "ლეიკერსის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა მომავალ კარიერასთან დაკავშირებით და თავისუფალი აგენტების ბაზარზე ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ივლისში "სუპერმენი" შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.
27 წლის ცენტრი ამ სეზონში "ლეიკერსის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელება ჯერ გადაწყვეტილი ამბავი არ არის. კალიფორნიულმა კლუბმა, შესაძლოა, მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზოს ცენტრს - 110 მილიონი დოლარი ხუთწლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ.
ჰოვარდით დაინტერესებული გუნდებიდან ყველაზე ხშირად "ჰიუსტონსა" და "დალასს" ასახელებენ.
მუქარა იარაღით
"ბოსტონ სელტიქსის" მცველი ტერენს უილიამსი პოლიციამ დააკავა ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის გამო, - წერს ამერიკული პრესა.
მსხვერპლი ამტკიცებს, რომ კალათბურთელი, რომელიც მისი 10 წლის ვაჟის მამა გახლავთ, დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდა შვილის მოსანახულებლად. ქალის თქმით, მასსა და უილიამსს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც მოთამაშე პისტოლეტით ემუქრებოდა თავისი ვაჟის დედას.
კალათბურთელმა დატოვა ინციდენტის ადგილი, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.
სმიტი ნიქსს არ დატოვებს
გასულ უქმეებზე კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა - თითქოს "ნიუ იორკ ნიქსის" მცველს, წლევანდელი სეზონის საუკეთესო "მეექვსე მოთამაშეს" ჯეი არ სმიტს არ სურს ნიუიორკულ კლუბში კარიერის გაგრძელება და ზაფხულში სხვა გუნდში გადასვლას აპირებს.
მაგრამ ჟურნალისტთან საუბარში სმიტმა განაცხადა, რომ სწორედ "ნიქსში" უნდა თამაშის გაგრძელება.
"მინდა, კარიერა "ნიუ იორკში" დავასრულო. "ნიქსის" გარდა, სხვა გუნდში თამაშის სურვილი არ გამაჩნია", - განაცხადა კალათბურთელმა.
27 წლის სმიტი "ნიუ იორკის" რიგებში მეორე სეზონს ატარებს. წლევანდელ პლეი ოფში ის საშუალოდ მატჩში 14.3 ქულასა და 4.7 მოხსნას აგროვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტი: დამნაშავე მხოლოდ მე ვარ