თუმცა "მაიამის" ნაკლებად აღელვებდა ტრიბუნებზე განწყობა. ფლორიდელებს უფრო იმ სათამაშო სქემის რეალიზება ანაღვლებდათ, რომელიც მათთვის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ შეადგინა. წარმოშობით ფილიპინელმა სპეციალისტმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ სერიის პირველ ორ მატჩში "პეისერსი" მეტოქეზე გაცილებით მეტ ქულას აგროვებდა სამწამიანი ზონიდან.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ლებრონ ჯეიმსი გამოიყენა. მან თავის სუპერფორვარდს
პირველ მეოთხედში ფანტასტიკური შედეგიანობის შემდეგ, რომელშიც სტუმრები ოდნავ უფრო წარმატებულნი იყვნენ, მატჩზე კონტროლი მთლიანად ჯეიმსზე გადავიდა. ის თავისი ზუსტი გადაწყვეტილებებით წარმართავდა "მაიამის" შეტევას და ყოველთვის იქ გზავნიდა ბურთს, სადაც საჭირო იყო.
ლიდერის კარგი თამაში თანაგუნდელებსაც გადაედოთ: როგორც იქნა, წაუვიდა საშუალო ტყორცნები ჰასლემს; ზედიზედ მეორე მატჩია თამაშიდან არ აცილებს ანდერსენი (ამჟამად მის ანგარიშზე ზედიზედ 16 ზუსტი სროლაა); უეიდი არ იყო აგრესიული, სამაგიეროდ, ეფექტურად მოქმედებდა. დაცვაში თამაშიც კარგი იყო და შედეგად, მეორე მეოთხედში "ჰიტმა" ამ სერიაში პირველად მოიპოვა ორნიშნა უპირატესობა.
დიდ შესვენებამდე 1.5 წამით ადრე ჯეიმსის მიერ თითქმის ცენტრიდან ჩაგდებულმა სამქულიანმა 14-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა და "მაიამის" საშუალება მისცა, პლეი ოფში საკლუბო რეკორდი დაემყარებინა ტაიმში ჩაგდებული ქულების რაოდენობით (70).
ვერ ვიტყვით, რომ "პეისერსი" შეეგუა ლებრონის დომინირებას. მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 11:4 გაქცევით დაიწყეს, მაგრამ "მაიამიმ" იქვე უპასუხა საკუთარი სპურტით - 9:4 და დაიბრუნა კომფორტული უპირატესობა. ბოლო მეოთხედის დასაწყისში კი ჰანდიკაპმა 20 ქულას გადააჭარბა - 99:78. ამ ნოკდაუნიდან "ინდიანა" უკვე ვეღარ გამოვიდა.
ინდიანა-მაიამი 96:114
30:34, 26:36, 20:21, 20:23
ი: უეიდი (21+10 მოხსნა), ჰიბერტი (20+17 მოხსნა+3 პასი), ჰილი (19), ჯორჯი (13+8 პასი).
მ: ჯეიმსი (22+3 პასი), უეიდი (18+8 პასი), ჰასლემი (17+7 მოხსნა), ბოში (15), ჩელმერსი (14+4 პასი).
სერია: 1-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. კონფერეციათა ფინალები: 36-ქულიანი ანტიგმირი