დღემდე, 42 წლის უჯირი "დენვერ ნაგეტსში" ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა და ამ სეზონის შედეგების მიხედვით, წლის საუკეთესო გენერალურ მენეჯერად გამოცხადდა. ის აგრეთვე 2010 წლამდე მუშაობდა "ტორონტოს" გენერალური მენეჯერის თანაშემწედ და სწორედ ამის შემდეგ წავიდა "დენვერში".
უჯირის მოქმედ კონტრაქტს 30 ივნისს ეწურებოდა ვადა, კანადურ კლუბთან კი ის ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 3 მილიონ დოლარს მიიღებს. ამ სეზონში "ტორონტომ" მეათე ადგილი დაიკავა და ზედიზედ მეხუთე წელი ვერ მოხვდა
* * *
მასაი უჯირი არაოფიციალურად უკვე შეუდგა მუშაობას. "რეპტორზის" ახალ გენერალურ მენეჯერს გადაწყვეტილი აქვს განტვირთოს გუნდის სახელფასო ბიუჯეტი და ამისთვის აპირებს გამოეთხოვოს მაღალხელფასიან და ნაკლებად გამოსადეგ მოთაამაშებს. ასეთია, მაგალითად, იტალიელი ფორვარდი ანდრეა ბარნიანი, რომელმაც, შესაძლოა, სულ მალე დატოვოს კანადური კლუბი.
ბარნიანის ხელფასი 22 მილიონი დოლარია და უჯირის სიაში პირველი ადგილი უკავია - გენერალურ მენეჯერს იმედი აქვს, რომ პირველ ივლისამდე მოიშორებს იტალიელს.
ანდრეას კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდეა ძალაში. ადრე, "ტორონტოს" ხელმძღვანელობა ცდილობდა ბარნიანის გაცვლას, მაგრამ სხვა კლუბებს აშინებდათ მისი მაღალი ხელფასი.
"ბოსტონის" სამიზნე პოლ მილსეპია
როგორც ამერიკული პრესა წერს, ამ ზაფხულს "ბოსტონის" მთავარი სამიზნე იქნება "იუტა ჯაზის" მძიმე ფორვარდი პოლ მისლეპი, რომელიც პირველი ივლისიდან მიიღებს შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს ამის გაკეთებას "სელტიქსი", რადგან სახელფასო ბიუჯეტი არ იძლევა მილსეპთან კონტრაქტის გაფორმების საშუალებას.
წლევანდელ სეზონში 28 წლის მილსეპმა 78 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 14.6 ქულა, 7.1 მოხსნა, 2.6 პასი, 1.3 ჩაჭრა და 1.0 დაფარება დააგროვა.
"სპურსი" მექსიკაში ითამაშებს
2013-14 წლების სეზონში "სან ანტონიო სპურსი" რეგულარული ჩემპიონატის ერთ შეხვედრას ჩაატარებს მექსიკის დედაქალაქში.
მეხიკოში მატჩი 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. "სპურსის" მეტოქე იქნება "მინესოტა", "მილუოკი" ან "კლიპერსი".
"მილუოკი" დრიუს ჩააბარეს
"მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად "ატლანტა ჰოქსის" ყოფილი დამრიგებლის ლარი დრიუს დანიშვნის შესახებ. ეს უკანასკნელი ამ პოსტზე ჯიმ ბოილენს შეცვლის, რომელიც 8 იანვრიდან დროებით ასრულებდა "ბაქსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს.
"მივესალმებით დრიუსა და მის ოჯახს მილუოკიში. მოუთმენლად ველით, როდის შეუდგება მუშაობას "ბაქსში", - განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა.
ბოლო სამი წელი დრიუ "ატლანტას" ხელმძღვანელობდა. მის გარდა, "ბაქსის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე პრეტენზიას აცხადებდა "ჰიუსტონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კელვინ სემპსონი.
სიკვდილს გადარჩენილი ყოფილი ატლანტელი
უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა "ატლანტა ჰოქსის" ყოფილ მცველს, 1994 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილეს - დერონ ბეილოკს. ატლანტას გარეუბანში კალათბურთელის ჯიპი საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრ მინივენს შეეჯახა.
მინივენის 43 წლის ერთ-ერთი მგზავრი გარდაიცვალა, 46 წლის ბეილოკი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, გარკვეული ხანი, სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ შემდეგ უკეთ გახდა და ახლა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბეილოკი "ატლანტაში" 1992-99 წლებში გამოდიოდა, საუკეთესო სეზონი კი 1996-97 წლებში ჰქონდა, როცა საშუალოდ მატჩში 17.4 ქულასა და 5.9 შედეგიანი გადაცემას აგროვებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"