ჩიქსისთვის ეს არის მესამე კლუბი კარიერაში, სადაც მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. მანამდე ის სათავეში ედგა "პორტლენდს" (2001-05) და "ფილადელფიას" (2005-08).
ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში, ჩიქსი "სან ანტონიოში" მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. თავის დროზე, მას იგივე თანამდებობა ეკავა "ფილადელფიაში", როცა ეს გუნდი ორჯერ გავიდა NBA-ის ფინალურ სერიაში.
* * *
"მემფის გრიზლისის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გააგრძელოს კონტრაქტი მთავარ მწვრთნელ ლაიონელ ჰოლინზთან. თავად მწვრთნელს სურდა "გრიზლისში" მუშაობის გაგრძელება, მაგრამ მხარეები მომავალი თანამშრომლობის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლინზის გადაბირებით "ბრუკლინ ნეტსია" დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ 2012-13 წლების სეზონში "მემფისმა" ჰოლინზის ხეელმძღვანელობით დასავლეთი კონფერენციის ფინალამდე მიაღწია, სადაც დათმო სერია "სან ანტონიო სპურსთან".
* * *
დიუკის უნივერსიტეტის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ, რომელიც აშშ-ის ნაკრებში დაბრუნდა, ასისტენტები დაასახელა, - იტყობინება ამერიკის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
კჟიჟევსკის თანაშემწეებად იმუშავებენ: სიკარუზის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, 68 წლი ჯიმ ბეიჰაიმი, "ჩიკაგო ბულზის" დამრიგებელი, 55 წლის ტომ ტიბოდო და "ნიუ იორლეანი" მთავარი მწვრთნელი, 41 წლის მონტი უილიამსი.
როგორც იცით, მაისის შუაში აშშ-ის კალათბურთის ფედერაციამ 66 წლის კრჟიჟევსკისთან 2016 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სპეციალისტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატსა და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უხელმძღვანელებს აშშ-ის ნაკრებს. კჟიჟევსკის ხელმძღვანელობით, ამერიკელებმა ზედიზედ ორი ოლიმპიადა (პეკინში და ლონდონში) მოიგეს, სულ კი 62 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.
რეკლამა მოედანზე დაშვებულია
როგორც ESPN.com წერს, მომავალი სეზონიდან, NBA-ის მოედნებზე პირველად გაჩნდება სარეკლამო გამოსახულებები.
გეგმის მიხედვით, რეკლამისთვის გამოყოფენ ადგილს გვერდითი ხაზის გარეთ, სადაც, ჩვეულებრივ, გუნდები თავიანთი ოფიციალური ვებგვერდის სახელებს წერენ. სარეკლამო ლოგოების განთავსება შესაძლებელი იქნება სათადარიგოთა სკამის გვერდით. კლუბებს შეეძლებათ ამ სივრცის გაყიდვა მხოლოდ იმ მატჩებზე, რომლის ტრანსლიაციას ადგილობრივი ტელევიზია ახორციელებს.
იდეა შეთავაზებულია NBA-ის კომისრის თანაშემწის ადამ სილვერის მიერ. სიახლეს ახალი სეზონის დასრულების შემდეგ შეაფასებენ და იმსჯელებენ მომავალში მის დანერგვის მიზანშეწონილობაზე.
სარეკლამო გამოსახულებები პარკეტზე, სავარაუდოდ, მაისურებზე რეკლამის ალტერნატივაა, რომლის იდეას ლიგა ადრე განიხილავდა, მაგრამ ამან განვითარება ვერ ჰპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"