კრის პოლი "კლიპერსში" დარჩა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ზეპირ შეთანხმებას მიაღწია თავის გამთამაშებელთან კრის პოლთან კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე. ამ ხელშეკრულების თანახმად, NBA-ის ერთ-ერთმა საუკეთესო პლეიმეიკერმა 107 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს. შეგახსენებთ, რომ დღეიდან პოლი შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდა.

კრისის "კლიპერსიდან" წასვლის შანსები ძალიან დაბალი გახდა მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ, კალიფორნიული კლუბი "ბოსტონის" ყოფილმა დამრიგებელმა დოკ რივერსმა ჩაიბარა. ამერიკული პრესა ამტკიცებდა, რომ პოლი დუაიტ ჰოვარდთან ერთად უნდა გადასულიყო "ატლანტაში", მაგრამ მცველმა კარიერის "კლიპერსში" გაგრძელების ვარიანტი აირჩია.

* * *

25 წლის გამთამაშებელი
გალ მეკელი ისრაელის კალათბურთის ისტორიაში მეორე მოთამაშეა, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშებს. მას გარანტირებულ კონტრაქტზე შეუთანხმდა "დალას მავერიქსი". მეკელის ხელშეკრულები სამწლიანი იქნება და კალათბურთელი მინიმალურ ხელფასს მიიღებს - სეზონში 490 ათას დოლარს.

გალ მეკელმა 2012-13 წლების სეზონი ჰაიფას "მაკაბის" რიგებში გაატარა და საშუალოდ 13.3 ქულა, 2.6 მოხსნა და 5.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეი ალენი ისევ "მაიამიში", კირილენკომ "მგლები" დატოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული