წელს, როდმანმა ჩრდილოეთ კორეაში იმოგზაურა, სადაც ქვეყნის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. ეს უკანასკნელი, პერიოდულად, ბირთვული დარტყმებით ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს.
შეგახსენებთ, რომ ნობელის მშვიდობის პრემია - ყოველწლიური ჯილდოა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების სფეროში.
"მე უბრალოდ დავისვენებ და კალათბურთს ვითამაშებ, - ამბობს როდმანი. - შესაძლოა, დავისვენო კიმ ჩენ ინთან და მის ოჯახთან ერთად.
ჩემი მისიაა - ყინულის გალღობა მტრულად განწყობილ
რატომ მერგო ეს ამოცანა მე? არ ვიცი. აშშ-ის უსაფრთხოებაზე ზრუნვა - არა ჩემი, არამედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას საქმეა. მაგრამ შემიძლია შემდეგი ვთქვა: თუ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სამ ნომინანტს შორის არ მოვხვდები, ე.ი. ამ სამყაროში რაღაც წესრიგში არ არის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი და სკანდალისტი დენის როდმანი დამეგობრდნენ