შაკილ ო'ნილი მაიამიში დაფასდება

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 22 დეკემბერს, "მაიამისა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მატჩის წინ, "ჰიტის" საშინაო არენის თაღზე დაკიდებენ მაისურას 32-ე ნომრით, რომლითაც კლუბში შაკილ ო'ნილი გამოდიოდა.

შაკი "მაიამიში" "ლეიკერსიდან" 2004-05 წლების სეზონის წინ გადავიდა და ფლორიდულ კლუბში სამი სეზონი გაატარა. სწორედ ო'ნილის პერიოდში, "მაიამიმ" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

შაკილ ო'ნილმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 19 სეზონი გაატარა, ოთხჯერ გახდა ჩემპიონი, ერთხელ - სეზონის MVP, სამჯერ - ფინალური სერიის MVP და 15-ჯერ მონაწილეობდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

როდმანს ორი
წელი ელოდება
NBA-ის ხუთგზის ჩემპიონს დენის როდმანს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება. ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ეჭვმიტანილია სამხრეთ კალიფორნიის ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევის მოწყობაში. ადგილობრივი ოლქის პროკურატურის ინფორმაციის, როდმანი თავისი მანქანით გზის საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა და შემხვედრ მანქანას, შეჯახება თავიდან რომ აეცილებინა, ავარია მოუვიდა.

55 წლის კალათბურთელს ბრალად ედება მართვის წესების დარღვევა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან გაქცევა და პოლიციისთვის ცრუ ჩვენების მიცემა.

როდმანის ადვოკატი ირწმუნება, რომ ავარია ცუდად დახაზული გზის ბრალია. გარდა ამისა, ინციდენტის შემდეგ, როდმანმა მაშინვე დატოვა თავისი მანქანა და დაზარალებულთან მივიდა იმის გასაგებად, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა თუ არა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, "ჩიკაგოს" ყოფილ მოთამაშეს ორწლიანი პატიმრობა ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული