16 ქალისგან მინიმუმ 29 შვილი ჰყავდა - დენის როდმანის მამა გარდაიცვალა

AutoSharing Option
79 წლის ასაკში ფილიპინების ქალაქ ანხელესში NBA-ს ხუთგზის ჩემპიონის, დენის როდმანის მამა, ფილანდერ როდმანი გარდაიცვალა, - იტყობინება Rappler-ი.

ფილანდერის ერთ-ერთმა შვილიშვილმა, ჟასმინმა დენისს დაკრძალვის ხარჯების გადახდა სთხოვა. გარდაცვლილის ერთ-ერთმა შვილმა, დარლინგ მატიმ "ტვიტერის" საშუალებით დაკრძალვისათვის შემოწირულობის შეგროვება დაიწყო და დენისისგან დახმარებას ელის.

ფილანდერი ფილიპინებზე 1970 წლიდან ცხოვრობდა და 16 ქალისგან მინიმუმ 29 შვილი ჰყავდა, რომელთა შორის დენისი ყველაზე ცნობილია. 2011 წელს კალათბურთის დიდების დარბაზში შეყვანისას დენისმა თქვა, რომ მამა არა ჰყავს, თუმცა 2012 წელს, აზიური ტურნესას, 42 წლის უნახავ ფილანდერს
შეხვდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული