იგუოდალას არჩევანი
“საკრამენტომ” წინადადებით მიმართა ამ ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ თავისუფალ აგენტს ანდრე იგუოდალას. წინადადება შემდეგში მდგომარეობს – ოთხწლიანი კონტრაქტი 56 მილიონი დოლარის ღირებულებით. იგუოდალას ამჟამინდელმა კლუბმა “დენვერმა” კი მაგიდაზე დადო ხუთწლიანი და 63-მილიონიანი კონტრაქტი. მოკლედ, კალთბურთელს სერიოზული დაფიქრება მართებს, თუნდაც იმიტომ, რომ მან, შესაძლოა, ამ ორზე უკეთესი ვარიანტიც მიიღოს.
რა თქმა უნდა, არსებობს სპორტული მხარეც. კარიერის ზენიტში მყოფ 29 წლის იგუოდალას მრავალწლიანი და მაქსიმალურად
თავად იგუოდალას თქმით, მას ძალიან პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდა “დალასისა” და “დეტროიტის” წარმომადგენლებთან.
"ნიქსს" ბრენდი მოუნდა
“ნიუ იორკი” სერიოზულად არის დაინტერესებული ელტონ ბრენდით, მაგრამ გაუგებარია, რაში სჭირდება ვეტერანი მძიმე ფორვარდი. “ნიქსს” ჰყავს ამარე სტაუდმაიერი, მეოთხე ნომრად თამაში შეუძლია კარმელო ენტონის, აქვეა კრის კოუპლენდი და გუნდმა ახლახანს დაიმატა ანდრეა ბარნიანი. ასეა თუ ისე, ამგვარი ჭორი გავრცელდა და უნდა დაველოდოთ ბრენდის პასუხს.
"ჰიუსტონის" დიდი გეგმები
უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ “ჰიუსტონმა” განტვირთა სახელფასო ბიუჯეტი იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს NBA-ის საუკეთესო ცენტრი დუაიტ ჰოვარდი. ახლა, ის უფრო შორს წასვლას აპირებს. “რაკეტები” ამზადებენ წინადადებას “ატლანტასთვის”, საიდანაც ჯოშ სმიტის გადაბირება სურა. ეს მოხდება ტრეიდის მეშვეობით, რომელშიც “ჰიუსტონი” ჩართავს ომერ აშიქსა და ჯერემი ლინს. ჰიუსტონელები იმედოვნებენ: როგორც კი ჰოვარდი ამ ამბავს გაიგებს, სიამოვნებით გადავა “როკეტსის” რიგებში, მით უმეტეს, რომ სმიტი მისი საუკეთესო მეგობარია.
თუ ასეთი ტრეიდი განხორციელდა, ლინის შემცვლელი უნდა გახდეს თავისუფალი აგენტი ხოსე კალდერონი, რომელთანაც “ჰიუსტონი” უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს. თუ ეს ყველაფერი მოხდა, დერილ მოურიმ უნდა მიიღოს წლის საუკეთესო გენერალური მენეჯერის პრიზი.
"დეტროიტმა" გეის დაუმიზნა
“დეტროიტის” ბანაკიდან გავრცელდა საინტერესო ჭორი. ეს გუნდი აწარმოებს მოლაპარაკებებს უკვე ნახსენებ იგუოდალასთან და სმიტთან, ახლა კი ირკვევა, რომ “პისტონზი” “ტორონტოს” სთავაზობს როდნი სტაკისა და ჩარლი ვილანუევას რუდი გეის სანაცვლოდ. ამბობენ, რომ შარშანდელი სეზონის საუკეთესო მენეჯერი მასაი უჯირი, რომელიც ახლა კანადური კლუბის საქმეებს განაგებს, “ტორონტოში” მასშტაბურ რეორგანიზაციას გეგმავს და ამ წინადადების განხილვას აპირებს.
"ჩიკაგო" ჰემილტონს გაუშვებს
“ჩიკაგო ბულზი” შემადგენლობიდან რიჩარდ ჰემილტონის გაშვებას აპირებს. “ხარები” ამისთვის კონტრაქტში შესაბამის პუნქტს აამოქმედებენ. 35 წლის ვეტერანს უკვე აღარ მოაქვს კლუბისთვის სარგებლობა. გასულ სეზონში “ჩიკაგო” 27-ე იყო ლიგაში გუნდური ტემპით და 23-ე - შეტევაში ეფექტურობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იოლი იქნება. ძველი დამსახურებისთვის NBA-ში არავინ იხდის.
ატლანტამ კორვერი შეინარჩუნა
“ატლანტა ჰოქსმა” შეძლო თავისი შემტევი მცველის კაილ კორვერის შენარჩუნება. ამ ზაფხულის ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა თავისუფალმა აგენტმა “ჰოქსთან” ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, - წერს NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი. ამ დროის განმავლობაში ის 24 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
32 წლის კალათბურთელის გადაბირება სურდათ “მილუოკისა” და “ბრუკლინს”, მაგრამ კაილმა “ატლანტაში” დარჩენა ამჯობინა, სადაც გასული სეზონი ჩაატარა. 2012-13 წლების რეგულარულში ის საშუალოდ მატჩში 10.9 ქულას აგროვებდა.
მანუს ხელფასი ორჯერ შემცირდა
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, სახელოვანმა არგენტინელმა მცველმა მანუ ჯინობილიმ “სან ანტონიო სპურსში” დარჩენა გადაწყვიტა და ამ გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. პრესისთვის ცნობილი გახდა სამხრეთამერიკელის ახალი ხელფასის ოდენობა - სეზონში 7 მილიონი დოლარი, რაც ჯამაგირის თითქმის ორჯერ შემცირებას ნიშნავს. გასულ სეზონში, ჯინობილიმ 13 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
გასულ წელს, “სპურსის” ერთ-ერთი ლიდერის სტატისტიკა მატჩში 11.8 ქულას, 3.4 მოხსნას, 4.6 შედეგიან გადაცემასა და 1.3 ჩაჭრას უდრიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაზე ჭორაობენ NBA-ში: გულუხვი წინადადება ტაირიკ ევანსს, კევინ მარტინი იცვლება