"სუპერმენმა" დიდხანს არ აწვალა თავისი გულშემატკივარი და მთლიანად საკალათბურთო საზოგადოება და "ჰიუსტონზე" გააკეთა არჩევანი. ჰოვარდი HoopsWorld-თან ინტერვიუში თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს...
- რატომ აირჩიეთ "როკეტსი" იმ გუნდებიდან, რომლებთანაც ბოლო დროს მოლაპარაკებებს აწარმოებდით?
- ვიგრძენი, რომ "ჰიუსტონი" ყველაზე შესაფერისი ვარიანტი იყო ჩემთვის. მივხვდი, მე და ჯეიმს ჰარდენს გვაქვს ერთობლივი ზრდის შესაძლებლობა. ასევე ვიგრძენი ისიც, რომ კევინ მაკჰეილი და ჰაკიმ ოლაჟუონი რეალურად დამეხმარებიან სათამაშო პროგრ
- რამდენად გაძლევთ სტიმულს "ჰიუსტონში" ჯეიმს ჰარდენთან ერთად თამაშის პერსპექტივა?
- ძალიან აღელვებული ვარ. მუდივად მაქვს კონტაქტი ჯეიმსთან. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვილაპარაკეთ ერთმანეთში მომავალ კარგ ურთიერთობებსა და ჩემპიონატში მოსალოდნელ გამარჯვებაზე.
- გრძნობთ, რომ ახლა ყველაზე ახლოს ხართ კარიერაში პირველ საჩემპიონო ტიტულთან?
- არასდროს არანაირი დაპირება არ მიმიცია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩვენი გამარჯვებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა წარმოიშვა. ისეთ კალათბურთელთან ერთად თამაში, როგორიც ჰარდენია, ასევე გუნდის დანარჩენ ნაწილთან ერთად მოედანზე გასვლა - ეს უდიდესი შანსია ჩვენთვის. ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს ძალებშია, რათა გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. დღეს, შემადგენლობაში ყველაზე ასაკოვანი ვარ, შესაბამისად, NBA-ში ყველაზე ახალგაზრდა ვეტერანად მივიჩნევი. ეს არის დიდი შესაძლებლობა. ამ "ჰიუსტონსა" და ჩემი დროის "ორლანდოს" შორის ბევრი მსგავსებაა, მაგრამ ამ ყველაფერს ემატება ჯეიმს ჰარდენი.
- კმაყოფილი ხართ იმით, რომ დასრულდა ეს გაურკვევლობა და ახლა, მხოლოდ კალათბურთზე შეგიძლიათ კონცენტრირება?
- ახლა, უბრალოდ თამაშის შანსი მივიღე. აღარ არსებობს გაურკვევლობა. ჩემს გულშემატკივრებს შეუძლიათ აღარ ინაღვლონ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. მე უბრალოდ ვითამაშებ და ვიქნები ის, ვინც ვარ.
- რამდენად რთული იყო ეს ორი წელი და მთელი ეს დრამა თქვენს ცხოვრებაში?
- დავიღალე უამრავი ჭორისგან. დავიღალე იმ ადამიანებისგან, რომლებიც ისტორიებს თხზავენ და ამაზე ინტერნეტში იწერება. ამ ყველაფრის გამო ისეთ ადამიანად აღმიქვეს, როგორიც რეალურად არ ვარ. ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. მაგრამ, ერთადერთი, რაც ახლა მჭირდება - წინსვლაა. მე მაქვს ასეთი შესაძლებლობა და მოუთმენლად ველი მას. ყურადღებას არ ვაქცევდი იმას, რასაც ჩემზე ტელევიზორში ლაპარაკობდნენ. არც ერთ ჭორს არ ავყოლილვარ. კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. უბრალოდ, მოუთმენლად ველოდები ჩემი კარიერის მომდევნო ნაწილს.
- რთული იყო ისეთი გუნდიდან წასვლა, როგორიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსია"?
- ძალიან რთული და მძიმე იყო. უცხო ადამიანისთვის ამის შეგრძნება შეუძლებელია. მიატოვო ასეთი კლუბი და უარი თქვა 30 მილიონის გამომუშავებაზე - იოლი არ არის. ჩემი ნაბიჯი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ გამარჯვება მინდა. არაფერს აქვს მნიშვნელობა მოგების გარდა. არ მგონია, ვინმეს უარი ეთქვას 30 მილიონზე, მაგრამ მე ჩემპიონობის მიღწევა მსურს. და მაინც, "ლეიკერსიდან" წასვლა ძალიან რთული იყო. მივატოვე გულშემატკივრების 6-მილიონიანი არმია, დიადი კლუბი დიდი ისტორიით. ეს გადაწყვეტილება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული.
მაგრამ მე ბევრი მასწავლა "ორლანდოსთან" დაკავშირებულმა სიტუაციამ. მაშინ მეშინოდა წასვლა, რადგან არ მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა ადამიანებისთვის. ახლა კი მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც უკეთესია დუაიტისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში იქნებიან უკმაყოფილონი. მინდა ბედნიერი ვიყო, ვითამაშო კალათბურთი და არ ვაკეთო ის, რაც სხვებს სურთ.
- რას ფიქრობთ კობი ბრაიანტის კომენტარზე, რომ მას შეუძლია გასწავლოთ როგორ გახდეთ გამარჯვებული?
- მას ასეთი რამ არ უთქვამს. ადამიანებმა დაამახინჯეს მისი ნათქვამი. თანაც, ჩემი აზრით, მე უკვე ვარ გამარჯვებული. თუნდაც იმიტომ, რომ ცხრა წელია ვთამაშობ, არადა, NBA-ის მოთამაშის საშუალო კარიერა სამ წელიწადს უდრის. გამარჯვებული ვარ იმის გამო, რომ NBA-ში ატლანტას პატარა სკოლიდან მოვხვდი. გამარჯვებული ვარ იმიტომაც, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიე. ახლა, მინდა ჩემს თავს ჩემპიონობისკენ ვუბიძგო. გავიმეორებ, კობის მსგავსი რამ არ უთქვამს.
- ფილ ჯექსონი რომ ყოფილიყო "ლეიკერსის" მწვრთნელი, ეს გავლენას იქონიებდა თქვენს გადაწყვეტილებაზე?
- მე ვიკითხე წლის დასაწყისში - გახდებოდა თუ არა ის ჩემი მწვრთნელი. საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემთვის ის იყო, რაც გავაკეთე. ვფიქრობ, ეს საუკეთესოა ვარიანტია. არ მითხოვია ვინმეს ჩემთვის რაიმე გაეკეთებინა. ეს ის არის, რაც დუაიტ ჰოვარდს სურდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დუაიტ ჰოვარდმა "ჰიუსტონი" აირჩია