Deadspin.com-ის ფოტოგრაფმა შივონ ფანჩესი ჩიკაგოს ერთ-ერთ ქუჩაზე დააფიქსირა. ქალი უეიდს 2010 წელს დაშორდა. გაყრის პროცესი სამი წელი გრძელდებოდა და საბოლოოდ, შივონმა დუენისგან სასამართლოს ძალით ერთი მილიონი დოლარი მიიღო. გარდა ამისა, ვარსკვლავ კალათბურთელს თვეში 25 ათასი დოლარი დააკისრეს - ეს არის ალიმენტი ორი შვილისთვის, რომელიც უეიდს ფანჩესისგან ჰყავს.
კალათბურთელმა მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნო, შეუყვარდა და მომავალში მასზე
დღეისთვის, 40 წლის იუნიონი უეიდის შეყვარებულია და ამასწინ, წყვილი ESPY-ის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიას ესწრებოდა. ამ დროს კი უეიდის ყოფილი მეუღლე ჩიკაგოში მოწყალებას ითხოვს, ოღონდ ერთი რამ არის გაურკვეველი - სად წაიღო მან სასამართლოს ძალით მიღებული ერთი მილიონი დოლარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მაიამი ჰიტი" NBA-ს გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა [VIDEO]