"მიყვარს შეჯიბრი და კონკურენცია, მაგრამ მინდა ახალგაზრდა კალათბურთელებს მივცე თამაშისა და ქვეყნის ღირსების დაცვის საშუალება. მათ ხშირად უნდა ითამაშონ ერთად. აქ ლაპარაკი არ არის ინდივიდუალურ ოსტატობაზე. მნიშვნელოვანია, როგორ ერწყმის ერთმანეთს თითოეულის თვისებები. მხოლოდ ასე ყალიბდება გუნდი", - ამბობს ბრაიანტი Business Mirror-თან კომენტარში.
აღსანიშნავია, რომ კობი ბრაიანტს თავის კარიერაში არასოდეს უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე, რისი მიზეზიც იყო სხვადასხვა ტრავმა თუ სეზონებს შორის წარმოქმნილი გარემოებები.
"ნიუ იორკ ნიქსის" მცველმა იმან შამპერტმა სიმღერა ჩაწერა რეპ-ალბომისთვის, რომელიც აშშ-ის პირველი ლედის, მიშელ ობამას პატრონაჟით გამოვა. კომპოზიციის სახელწოდებაა - Pass the Rock.
ალბომი, რომელიც სამი წლის წინ შექმნილი პროგრამის - Let’s Move-ის ეგიდით გამოდის, 30 სექტემბერს იხილავს დღის სინათლეს. Let’s Move-ის კამპანიის მიზანია - ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლა.
* * *
"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" პრეზიდენტმა კრის მაკგოუენმა განაცხადა, რომ კლუბის საშინაო არენას სახელი შეეცვლება. ძველი სახელწოდება - Rose Garden Moda Center-ით შეიცვლება.
არენის სახელწოდების ცვლილება უკავშირდება "პორტლენდის" თანამშრომლობას კომპანია Moda Health-თან. არენა Rose Garden 1995 წელს გაიხსნა და სახელი მიიღო პორტლენდის გავრცელებული მეტსახელისგან - "ვარდების ქალაქისგან".
"ეს მსხვილმასშტაბიანი თანამშრომლობა ჩვენს კლუბს ახალ დონეზე აიყვანს, - ამბობს მაკგოუენი NBA.com-თან კომენტარში. - ეს გარიგება საშუალებას მოგვცემს, განვავითაროთ ჩვენი მენეჯმენტი იმ დონემდე, რომ ფანებმა ნებისმიერ ასპექტში კომფორტულად იგრძნონ თავი. ეს ეხება იმ მოვლენებსაც კი, რომლებიც უშუალოდ მოედანზე ხდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: ჯიუტი კობი ბრაიანტი