დუაიტ ჰოვარდს "ლეიკერსიდან" კობი ბრაიანტის გაგდება უნდოდა

AutoSharing Option
ამერიკაში ცნობილი გახდა NBA-ს საუკეთესო ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის მიერ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მიტოვების დეტალები.

Hoopsworld-ის ინფორმაციით, "სუპერმენი" კალიფორნიულ კლუბში მხოლოდ ორი პირობით დარჩებოდა - თუ გუნდის ხელმძღვანელობა გაათავისუფლებდა მთავარ მწვრთნელ მაიკ დ'ენტონის და ასევე, დაითხოვდა შემადგენლობიდან გუნდის მთავარ ვარსკვლავს, კობი ბრაიანტს.

"დუაიტს არ უნდოდა კობისთან ერთად კიდევ ორი-სამი წლის გატარება, მაგრამ ამ სიტუაციაში მე კობის მხარე უნდა დამეკავებინა, რადგან ის კლუბის ისტორია გახლავთ", - განაცხადა "ლეიკერსის" ვიცე-პრეზიდენტმა საკალათბურთო ოპერაციებში ჯიმ ბასმა.

"ლეიკერსს" ჰქონდა ჰოვარდის შესანარჩუნებელი ფული, მაგრამ მის პირობებზე დათანხმება
არც უფიქრია. ხელმძღვანელობამ, უბრალოდ, შესთავაზა ცენტრს, რომ ის დალოდებოდა კობი ბრაიანტის კარიერის დასრულებას.

საბოლოოდ, ჰოვარდმა "ჰიუსტონში" არჩია კარიერის გაგრძელება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული