NBA-ს მილიარდერი მფლობელები

AutoSharing Option
ცნობილია, რომ კალათბურთი არა უბრალოდ რიგით თამაში, არამედ სერიოზული ბიზნესიცაა, თანაც, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საკმაოდ შემოსავლიანი. ამას ადასტურებს ჟურნალ "ფორბსის" მორიგი რეიტინგი.

პოპულარულმა გამოცემამ შეადგინა 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის სია. ამათ შორისაა პროფესიული სპორტული გუნდების 32 მფლობელი, აქედან 14 საკალათბურთო გუნდს ფლობს.

ყველაზე მდიდარი მფლობელია კორპორაცია "მაიკროსოფტის" თანადამაარსებელი პოლ ალენი, რომელსაც ეკუთვნის "პორტლენდი". ალენი "ფორბსის" სიაში 26-ე ადგილზეა 15.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალით.

ასევე, სიაში მოხვდნენ რიჩ დევოსი ("ორლანდო", 6.8 მილიარდი), მიკი არისონი ("მაიამი", 5.9), სტენ კრენკე ("დენვერი", 5.3), დენ
გილბერტი ("კლივლენდი", 3.9), ჩარლზ დოლანი ("ნიუ იორკი", 3.3), ტომ გორსი ("დეტროიტი", 2.7), მარკ ქიუბანი ("დალასი". 2.5), ჯოშ ჰარისი ("ფილადელფია", 2.5), რობერ პერა ("მემფისი", 1.95), ჰერბ საიმონი ("ინდიანა", 1.95), დონალდ სტერლინგი ("კლიპერსი", 1.9), გლენ ტეილორი ("ტიმბერვულვზი", 1.7) და ბენსონი ("ნიუ ორლეანი", 1.3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული