თუმცა ექიმები კალათბურთელს ყველანაირი ვარჯიშის შესრულების უფლებას არ აძლევენ, რადგან მუხლის ტრავმის რეციდივის ეშინიათ. მაგრამ "კლივლენდის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრაუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ გამორიცხავს ბაინუმის მოედანზე გამოჩენას რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში, რომელშიც "კავალერები" "ბრუკლინს" შეხვდებიან.
მსგავს სიტუაციაში იმყოფება "კავალიერზის" კიდევ ერთი ცენტრი ტაილერ ზელერი, რომელმაც ბარძაყის დაზიანების გამო გამოტოვა მთელი საწვრთნელი პროცესი.
გამოუსადეგარი ვეტერანები
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი სეზონი მოახლოვდა, მაგრამ ორი სახელოვანი კალათბურთელი კვლავაც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ახალი კლუბი ვერ იპოვა. ლაპარაკია მცველ რიჩარდ ჰემილტონზე და ცენტრ მარკუს კემბიზე.
ჰემილტონთან დაკავშირებით სიტუაცია მარტივი და გასაგებია. ერთ-ერთი გენერალური მენეჯერის თქმით, საწვრთნელ ბანაკებში მუშაობისას რიჩარდს მინიმუმ შვიდ კლუბთან ჰქონდა მოლაპარაკებები. როგორც ჩანს, ეს გუნდები ჰემილტონს არაგარანტირებულ კონტრაქტს ჰპირდებოდნენ, ხოლო შემადგენლობაში მოსახვედრად ვეტერანს თავდაუზოგავი შრომა დასჭირდებოდა.
მცველს ამგვარი პერსპექტივა არ მოეწონა, ამიტომაც ის ინდივიდუალურად იმუშავებს და დაელოდება, სანამ რომელიმე კლუბს არ დასჭირდება მეორე ნომერი საჩემპიონო გამოცდილებით.
რაც შეეხება კემბის, მან კონტრაქტი გააფორმა "ჰიუსტონთან", მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, ტექსასური კლუბი მას მალე დაითხოვს შემადგენლობიდან. ამის მიზეზი ის არ არის, რომ "ჰიუსტონს" ისედაც ჰყავს მაღალი დონის "მაღლები" (დუაიტ ჰოვარდი, ომერ აშიქი).
საქმე ისაა, რომ მარკუსს უკვე დიდი ხანია აწუხებს ტერფის ტრავმა. კემბიმ არათუ ვერ მოაგვარა ეს პრობლემა, არამედ შეიძლება ოპერაციაც დასჭირდეს. მიუხედავად ამისა, "როკეტსის" გენერალური მენეჯერი დერილ მორი ბოლომდე უარის თქმას არ აპირებს ვეტერანზე და თუ მის გუნდს დასჭირდა გამოცდილი ცენტრი, ხოლო კემბი ჯანმრთელი იქნა, კლუბსა და კალათბურთელს შორის ახალი ურთიერთობა დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორტატი დედაქალაქში გაუშვეს