საინტერესო გამოდგა მაიკ ბუდენჰოლცერის შეხვედრა მასწავლებელ გრეგ პოპოვიჩთან. "ატლანტას" ამჟამინდელმა დამრიგებელმა 20 წელი იმუშავა დიადი პოპოვიჩის ასისტენტად და ახლა კინაღამ დაამარცხა ის, თანაც, სან ანტონიოში.
"ჰოქსმა" ფავორიტს ნამდვილი ბრძოლა გაუმართა და მოგების კარგი შანსიც ჰქონდა. სტუმრების სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი. "ატლანტა" უკეთ უტევდა შორიდან და შეცდომაც ნაკლები დაუშვა.
მაგრამ "სპურსის" რიგებში შეუ
ამ მომენტში ყველას ეგონა, რომ ოვერტაიმი გარდაუვალი იყო, მაგრამ დანკანი კარგად განთავისუფლდა მეურვისგან, ჯინობილის გადაცემა მიიღო და ჯორდანის სტილში საშუალო დისტანციიდან ჩააგდო. სხვათა შორის, 37 წლის ტიმი პირველი კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ამ ასაკში მინიმუმ 20 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა.
* * *
მორიგი სუპერსპექტაკლი შემოგვთავაზა ჯეიმს ჰარდენმა, მაგრამ მისმა "ჰიუსტონმა" ისევ წააგო მატჩი, რომელშიც ფავორიტად იყო მიჩნეული. ჰარდენმა თავისი გუნდის შეტევების თითქმის ნახევარში მიიღო მონაწილეობა (37 ქულა და 8 შედეგიანი პასი), დუაიტ ჰოვარდმა კი "როკეტსს" მეტოქის სამწამიანში უპირატესობა მოუტანა ("ჰიუსტონმა" სამწამიანის ზონიდან 54 ქულა ჩააგდო), მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ლიგის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდის დასამარცხებლად.
"იუტამ" 17-დან 10 სამქულიანი ჩააგდო, იმ დროს, როცა "ჰიუსტონს" 9 სამქულიანის ჩასაგდებად 28 ტყორცნა დასჭირდა. ამას დაემატა ისიც, რომ ვერ ბრწყინავდნენ პატრიკ ბევერლი და აარონ ბრუქსი, ხოლო ტრავმირებული ჯერემი ლინისა და ჩენდლერ პარსონსის არყოფნაში, "როკეტსის" მთავარ მწვრთნელ კევინ მაკჰეილს მანევრებისთვის დიდი საშუალება არ ჰქონია.
* * *
"პორტლენდთან" გასვლით შეხვედრაში "ინდიანას" ლიდერმა პოლ ჯორჯმა მოაწყო სოლო, რომელიც აუცილებლად შევიდოდა "პეისერსის" ისტორიაში, სტუმრებს გამარჯვება რომ მოეპოვებინათ.
სირენამდე 2.56-ით ადრე ჯორჯმა სამქულიანი მოათავსა კალათში და დაიწყო ნამდვილი შოუ. ამ დროის განმავლობაში პოლმა მოასწრო კიდევ ოთხი შორეული ტყორცნის რეალიზება, თანაც, ზედიზედ! შეხვედრის ბოლოს მის ანგარიშზე 43 ქულა იყო, მათ შორის, შვიდი ზუსტი სამქულიანი (15 ცდიდან). ეს ორით მეტია მეტოქის მთლიან მონაგარზე.
და რაც ყველაზე გასაოცარია, "ინდიანას" ვარსკვლავის ასეთი თამაშის მიუხედავად, სტუმრებმა ორ ქულაზე ახლოს "პორტლენდთან" მიახლოება ვერ შეძლეს. ამის მიზეზი იყო "ბლეიზერსის" მიერ თითქმის იდეალურად შესრულებული საჯარიმოები: 16-დან 15 ჩაგდება მეოთხე მეოთხედში.
* * *
იშვიათად ნახავთ მატჩებს, სადაც ერთბაშად ექვსი კალათბურთელი მოედანზე 48 წუთზე მეტს ატარებს. "ნიუ ორლეანმა" და "ჩიკაგომ" ძირითადი დროის გარდა, სამი ოვერტაიმი ითამაშეს და "პელიკანსმა" მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
"ბულზი" უკვე დიდი ხანია შეეჩვია თავისი მთავარი ვარსკვლავის, დერიკ როუზის გარეშე თამაშს, "ნიუ ორლეანს" კი სერიოზული პრობლემები ექმნება მაშინ, როცა მწყობრიდან გამოდის შარშანდელი დრაფტის პირველი ნომერი ანტონიო დევისი. როგორც 3 დეკემბერს ვწერდით, მან ხელი მოიტეხა.
დევისის არყოფნაში, რაიან ანდერსონმა მოედანზე 56 (!) წუთი გაატარა და 36 ქულა დააგროვა, თანაც, 11 შორეული ტყორცნიდან 7 მოათავსა კალათში. თუმცა მატჩის საუკეთესო სნაიპერი არა ის, არამედ ლუოლ დენგი გახდა, რომელმაც 37 ქულა ისე დააგროვა, რომ სამქულიანი არ ჩაუგდია.
ასეთი სტატისტიკის მიუხედავად, მატჩის გმირი "ნიუ ორლეანის" გამთამაშებელი ჯრიუ ჰოლიდეი იყო. მან ჯერ პირველ ოვერტაიმში გადაიყვანა შეხვედრა, როცა ძირითადი დროის დამთავრებამდე 3.9 წამით ადრე ზუსტად ისროლა. შემდეგ შედეგიანი პასი გაუკეთა ერიკ გორდონს და ამ უკანასკნელის ზუსტმა ტყორცნამ მეორე ოვერტაიმი მოიტანა.
მეორე დამატებით დროში ჰოლიდეიმ ეფექტური დანკით 122:118 გახადა ანგარიში და თითქოს 29 წამით ადრე დღის წესრიგიდან მოხსნა გამარჯვებულის საკითხი, მაგრამ "ჩიკაგო" გადარჩა. ჰოლიდეის ბოლო გმირობა მესამე მეოთხედის ბოლოს იყო, როცა კარლოს ბუზერთან ორთაბრძოლაში ჯარიმასთან ერთად ჩააგდო. ტაბლოზე 2.6 წამი რჩებოდა და ეს დრო "ჩიკაგოს" პასუხის გასაცემად არ ეყო.
ვაშინგტონი-ორლანდო 98:80
22:22, 30:19, 23:20, 23:19
ვ: არიზა (24), უოლი (16+13 პასი), ნენი (14+3 დაფარება), გორტატი (13), სინგლტონი (11).
ო: აფლალო (21), ჰარკლესი (16), ოლადიპო (13), ვუჩევიჩი (10+8 მოხსნა).
ჩიკაგო-ნ. ორლეანი 128:131 (3ო)
21:24, 35:26, 24:27, 23:26, 6:6, 13:13, 6:9
ჩ: დენგი (37+8 მოხსნა+7 პასი), გიბსონი (26+14 მოხსნა+5 დაფარება), დანლივი (23+7 მოხსნა), ნოა (19+10 მოხსნა), ჰაინრიხი (13+11 პასი).
ნ-ო: ანდერსონი (36), გორდონი (23+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოლიდეი (19+12 პასი+8 მოხსნა), ამინუ (14+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ევანსი (13), სმიტი (12+14 მოხსნა).
სან ანტონიო-ატლანტა 102:100
25:23, 25:26, 23:22, 29:29
ს-ა: დანკანი (23+21 მოხსნა), დიაო (16), პარკერი (15+7 პასი), ბელინელი (13), სპლიტერი (11), ჯინობილი (10+7 პასი).
ა: ტიგი (19+7 პასი), ჰორფორდი (18+7 მოხსნა), კეროლი (17+8 მოხსნა), მილსეპი (15+14 მოხსნა), უილიამსი (10).
იუტა-ჰიუსტონი 109:103
36:23, 17:27, 29:24, 27:29
ი: ჰეივორდი (29), ბერკი (21+6 პასი), ბერქსი (21), ფეივორსი (14+13 მოხსნა), უილიამსი (10).
ჰ: ჰარდენი (37+8 პასი), ჰოვარდი (15+9 მოხსნა), გარსია (13+4 დაფარება), კასპი (13), ბრუქსი (13).
პორტლენდი-ინდიანა 106:102
20:23, 25:23, 27:26, 34:30
პ: ოლდრიჯი (28+10 მოხსნა), ლილარდი (26), მეტიუზი (15), უილიამსი (13).
ი: ჯორჯი (43+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (16+14 მოხსნა), უესტი (12+8 მოხსნა), სკოლა (10), უოტსონი (10), ჰილი (6+11 პასი+3 ჩაჭრა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დიდი ბრძოლა მაიამიში