NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ტიმი ჯორდანის და მელოუნის გვერდით

AutoSharing Option
დიდი სათამაშო დღე შედგა 6 თებერვალს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და რამდენიმე შეხვედრა მართლაც გამორჩეული იყო. მაგალითად, "კლიპერსისა" და "მაიამის" მატჩი შეიძლებოდა ჩატენვების კონკურსის ნაცვლად გამოეყენებინათ.

ეს სათამაშო ელემენტი ამ მატჩში მრავლად იყო, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, ბლეიკ გრიფინი გამოირჩეოდა, რომელმაც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მარტო პირველ ნახევარში მის ანგარიშზე 22 ქულა იყო, მაგრამ მძიმე ფორვარდი ამაზე არ გაჩერდა და ჯამში 43 ქულას მოუყარა თავი, რასაც 15 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დაუმატა. გარდა ამისა, სირენასთან ახლოს მისმა ზუსტმა
სამქულიანმა "კლიპერსს" მატჩის გადარჩენის თეორიული შანსი დაუტოვა, მაგრამ იქვე კრის ბოშმა ერთი საჯარიმო გამოიყენა და მოქმედი ჩემპიონების უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ მატჩის დასრულებამდე 9 წამი რჩებოდა და დოკ რივერსს ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა, გამარჯვებულის საკითხი გარკვეული იყო.

* * *
"მინესოტა" თითქოს განწირული იყო "ოკლაჰომასთან" დაპირისპირებაში, რადგან "მგლებს" წინა ხაზზე არ ჰყავდათ ლავი, პეკოვიჩი და ბრიუერი. მაგრამ სტუმრებმა სამი მეოთხედი თანაბრად იბრძოლეს დასავლეთ კონფერენციის ლიდერთან. ყველაფერი მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე გადაწყდა, როცა ფიშერისა და ლემბის სამქულიანებით დაიწყო "თანდერის" 16:4 გაქცევა.

დურანტმა და კომპანიამ მოგება ხელიდან არ გაუშვა და "ოკლაჰომა" გახდა პირველი გუნდი სეზონში, რომელმაც 40 გამარჯვება მოიპოვა. ცნობისთვის, წინა ხუთ სეზონში ის გუნდი, რომელიც პირველი მიდიოდა ამ ნიშნულამდე, ჩემპიონი ვერ ხდებოდა.

* * *
"ლეიკერსმა", როგორც იქნა, შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაგებათა სერია. კალიფორნიელებმა მარტო იმის გამო დაიმსახურეს "კლივლენდთან" გამარჯვება, რომ პირველ ტაიმში 70 (!) ქულა დააგროვეს, თან ერთ მატჩში ზუსტი სამქულიანების რაოდენობით (18) საკლუბო რეკორდი დაამყარეს.

გარდა ამისა, სტივ ბლეიკმა სამმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება "კავალიერსს", მან პირველ ტაიმში 18-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო, მთლიანად მატჩში - 33-დან 5.

* * *
ტიმ დანკანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი კალათბურთელია. "ვაშინგტონის" წინააღმდეგ ვეტერანმა 40 წუთი ითამაშა, რომლის დროსაც 31 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

NBA-ს ისტორიაში, 37 წელს გადაცილებულ მოთამაშეებს შორის, მხოლოდ ჯორდანსა და მელოუნს დაუგროვებიათ მინიმუმ 30 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი.

მაგრამ ტიმმა მეორე ოვერტაიმის დასაწყისში ექვსი პერსონალურის გამო დატოვა მოედანი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარკერმა მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, ხოლო ჯინობილი და ლეონარდი ლაზარეთში არიან, "სან ანტონიო" ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

და მაინც, პარტნიორებმა ტიმი არ დააღალატეს - ბოლო სამ წუთში "ვაშინგტონმა" მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა და ტექსასელებმა 8:1 გაქცევით დაასრულეს მატჩი.

კლივლენდი-ლეიკერსი 108:119
17:36, 32:34, 31:28, 28:21
კ: მაილზი (27), ვარეჟაო (15+13 მოხსნა), ბენეტი (14), ტომპსონი (13), ირვინგი (11+4 ჩაჭრა).
ლ: კელი (26), ფარმარი (21+8 პასი), ჯონსონი (20), კამანი (13), მარშალი (12), ბლეიკი (11+15 პასი+10 მოხსნა), საკრე (10).

ფილადელფია-ბოსტონი 108:114
23:34, 24:22, 35:32, 26:26
ფ: იანგი (20), როტენი (18), ჰოიესი (13+14 მოხსნა), ტერნერი (12), კარტერ-უილიამსი (11), ანდერსონი (11), ალენი (10+10 მოხსნა).
ბ: გრინი (36), სალინჯერი (19+10 მოხსნა+4 დაფარება), ბასი (18), ბრედლი (14), ბეილესი (11), რონდო (8+11 პასი).

ვაშინგტონი-სან ანტონიო 118:125 (2ო)
33:25, 29:23, 21:34, 16:17, 16:16, 3:10
ვ: უოლი (29+9 პასი+4 ჩაჭრა), ბილი (19), არიზა (15+10 მოხსნა), ნენე (12), გორტატი (11), ბუკერი (10), უებსტერი (10).
ს-ა: დანკანი (31+11 მოხსნა), მილზი (23), გრინი (22), ბელინელი (14), სპლიტერი (7+12 მოხსნა).

ნიუ იორკი-პორტლენდი 90:94
23:26, 23:21, 22:30, 22:17
ნ-ი: ენტონი (26), სმიტი (18), სტაუდმაიერი (15), ჰარდუეი (12).
პ: ბატუმი (20+10 მოხსნა), მეტიუზი (18), ოლდრიჯი (15+12 მოხსნა), ლილარდი (12), უილიამსი (10).

ჰიუსტონი-ფინიქსი 122:108
35:30, 31:33, 29:27, 27:18
ჰ: ჰოვარდი (34+14 მოხსნა), ჰარდენი (23), პარსონსი (19), ჯონსი (19), ლინი (11).
ფ: დრაგიჩი (23+8 პასი), ტაკერი (13), გრინი (13), ბარბოზა (13), მარკიფ მორისი (12), მარკუს მორისი (11).

მემფისი-დალასი 96:110
26:21, 29:31, 17:26, 24:32
მ: რენდოლფი (25), ლი (22), ჯონსონი (17+4 დაფარება), კალატესი (16), გასოლი (12).
დ: ნოვიცკი (26), რაიტი (17), დალემბერი (14+10 მოხსნა), ელისი (14), კარტერი (13).

ნ. ორლეანი-ატლანტა 105:100
28:24, 19:27, 24:24, 34:25
ნ-ო: დევისი (27+10 მოხსნა), რობერტსი (19), გორდონი (18), მოროუ (16).
ა: მილსეპი (26+10 მოხსნა), კეროლი (22), სკოტი (16), ტიგი (11+13 პასი), უილიამსი (11).

ოკლაჰომა-მინესოტა 106:97
26:25, 30:29, 24:23, 26:20
ო: დურანტი (26), ჯექსონი (20+9 პასი), იბაკა (14), ფიშერი (13), სეფოლოშა (12), პერკინსი (6+12 მოხსნა).
მ: რუბიო (19), კანინგემი (18), ბარეა (11).

ორლანდო-დეტროიტი 112:98
26:26, 31:17, 31:31, 24:24
ო: ოლადიპო (20), დევისი (18), აფლალო (15), ჰარკლესი (15), ვუჩევიჩი (14), ნელსონი (7+11 პასი).
დ: სმიტი (25+12 მოხსნა), დრამონდი (15+14 მოხსნა), ჯენინგსი (15+10 პასი), სტაკი (14), მონრო (12), სინგლერი (11).

დენვერი-მილუოკი 110:100
30:24, 21:28, 33:20, 26:28
დ: ჩენდლერი (24), ფოიე (20+4 დაფარება), ჰიქსონი (19+10 მოხსნა), ლოუსონი (18+13 პასი), ფარიდი (10), მილერი (10).
მ: მიდლტონი (25), სანდერსი (25+15 მოხსნა), ნაითი (16+8 პასი), ფაჭულია (15), ილიასოვა (8+11 მოხსნა).

საკრამენტო-ტორონტო 109:101
30:23, 37:29, 25:20, 17:29
ს: კაზინსი (25+10 მოხსნა), გეი (24+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტომასი (23), ტორნტონი (12), ტომპსონი (9+10 მოხსნა)
ტ: ლოური (21+8 პასი), დეროზანი (18), პატერსონი (14), ვალანჩუნასი (12+11 მოხსნა), ნოვაკი (12).

კლიპერსი-მაიამი 112:116
24:36, 31:26, 20:27, 37:27
კ: გრიფინი (43+15 მოხსნა), კროუფორდი (31), ჯორდანი (16+16 მოხსნა), ბარნსი (12).
მ: ჯეიმსი (31+12 პასი), ბოში (15), ალენი (15), უეიდი (14+8 პასი), ბატიე (14), ანდერსენი (12), ჩელმერსი (10).

ვინ ჩატენის "ოლ სტარზე"?
როგორც გამოცემა Sports Illustrated-ი იტყობინება, "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: "პორტლენდისა" და "ვაშინგტონის" გამთამაშებლები - დამიენ ლილარდი და ჯონ უოლი, "ინდიანას" ფორვარდი პოლ ჯორჯი და აგრეთვე, შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული, "ტორონტოს" მცველი ტერენს როსი.

ჯორჯმა, რომელიც გულშემატკივრებმა აღმოსავლეთის ნაკრების სასტარტო ხუთეულში აირჩიეს, ადრე უარი განაცხადა ჩატენვების კონკურსში მონაწილეობაზე, მაგრამ ახლა ლიგის ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობენ ინდიანელის დაყოლიებას.

ნიქსიდან ვუდსონს გაუშვებენ
"ნიუ იორკ ნიქსის" მთავარი მწვრთნელი მაიკ ვუდსონი გადაყენების პირასაა, - ირწმუნება Yahoo! Sports-ი. "ნიქსის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის სატურნირო მდგომარეობით და მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება, შესაძლოა, უკვე თებერვლის დასაწყისში, "ყველა ვარსკვლავის უქმეების" შემდეგ მიიღოს.

ამ მომენტისთვის "ნიუ იორკი" მე-10 ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში. მის ანგარიშზე მხოლოდ 19 მოგებაა 49 მატჩში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლ სტარტზე თუ ოლ სტარზე?
nu aba!?
09:17 07-02-2014
0

სიახლეები პოპულარული