მაიკლ ჯორდანს ტყუპი გოგონა ეყოლა

AutoSharing Option
მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის მეუღლემ იმშობიარა და ტყუპი გოგონა გააჩინა. 35 წლის ივეტმა იდენტური ტყუპი, ვიქტორია და იზაბელი მოუვლინა ქვეყანას.

"ივეტ ჯორდანი და ტყუპი თავს შესანიშნავად გრძნობენ, ოჯახში კი დიდი სიხარულია", - იტყობინება მაიკლ ჯორდანის პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის ჯორდანი "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელია. ის შარშან აპრილში დაქორწინდა მოდელ ივეტ პრიეტოზე. მაიკლმა და ივეტმა ერთმანეთი 6 წლის წინ გაიცნეს.

ჯორდანს ყოფილ მეუღლე ხუანიტა ვანოისთან სამი შვილი ჰყავს: ჯეფრი მაიკლი, მარკუს ჯეიმსი და ჟასმინი. მაიკლ ჯორდანმა 6-ჯერ მოიგო ჩემპიონატი "ჩიკაგო
ბულზთან" ერთად. ის ხუთჯერ გახდა ლიგის საუკეთესო კალათბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული