უეიდმა და ბოშმა მაიამი აირჩიეს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი ვარსკვლავი - დუეინ უეიდი და კრის ბოში ერთმანეთის მხარდამხარ ითამაშებენ "მაიამი ჰიტში" - წერს ESPN.com სანდო წყაროზე დაყრდნობით.

კალათბურთელები არ დაელოდებიან ლებრონ ჯეიმსის პრესკონფერენციას და თავიანთ საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს დაასახელებენ. ორივე მოთამაშე მაქსიმალურ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მხოლოდ ერთი რამ არის გაურკვეველი - რა სქემით გადავა ბოში "მაიამიში". თუ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მოაწერს ხელს კონტრაქტს, მაშინ მომავალ ხუთ წელიწადში 96 მილიონ დოლარს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ "ჰიტი" "ტორონტო რეპტორზს" გაცვლაზე მოელაპარაკება, მაშინ კრისი ექვს წელიწადში 125
მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"ნებისმიერ შემთხვევაში ბოში "მაიამიში" ითამაშებს", - მოჰყავს ESPN-ს უცნობი წყაროს სიტყვები.
სხვათა შორის, კრის ბოშმა (26 წლის კალათბურთელს NBA-ში 20.2 ქულა და 9.4 მოხსნა აქვს დაგროვებული) ვებგვერდ თწიტტერ-ზე საკუთარ ბლოგში დაწერა: "ბიჭებო, მომავალ სეზონში "მაიამიში" ვითამაშებ. მოხარული ვარ ამ ამბის შეტყობინებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული