კობი ბრაიანტი: ყველაზე შურს ვიძიებთ

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში კობი ბრაიანტმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა "ლეიკერსის" რიგებში, რის შემდეგაც ისევ დაბრუნდა ლაზარეთში. კობის გარეშე კალიფორნიული გრანდი ბოლო ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში, მაგრამ ბრაიანტს მიაჩნია, რომ მომავალ სეზონში "ლეიკერსი" ისევ დაადგება გამარჯვების გზას.

"ყველამ იცის, რომ წელს ჩვენი საქმეები ცუდად მიდის, მაგრამ ამის გამო პანიკამ არ უნდა მოგვიცვას. ბიჭებმა ყველაფერი ისე უნდა მიიღონ, როგორც არის და სწორი დასკვნები გააკეთონ. უნდა დავიმახსოვროთ ყველა, ვინც ამ სეზონში დაგვცინოდა და ჩვენს გუნდს ამცირებდა.

მომავალ სეზონში ყველაფერი სხვანაირად იქნება. შურს ვიძიებთ. დაიმახსოვრეთ ეს",
- განაცხადა კობი ბრაიანტმა თავის ბოლო ინტერვიუში.

სეფოლოშა თვეს გამოტოვებს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "ოკლაჰომა-სიტის" სასტარტო ხუთეულის წევრი, შვეიცარიელი მცველი ტაბო სეფოლოშა 4-6 კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. კალათბურთელმა "მემფისთან" ამასწინანდელ მატჩში მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა.

ამ სეზონში სეფოლოშამ 55 მატჩი ჩაატარა "თანდერის" შემადგენლობაში და საშუალოდ, 6.7 ქულა, 3.7 მოხსნა და 1.5 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული