დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტის" მცველი სტივენ კარი. ის კობი ბრაიანტთან ერთად გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი იყო - 30.0 ქულა. კარი ასევე ლიდერი გახლდათ ჩაჭრების რაოდენობით (3.3) და მეხუთე იყო კონფერენციაში შედეგიანი გადაცემებით - 7.3 პასი.
უილიამსის კვირა
3 ნოემბერი. ბრუკლინი-ოკლაჰომა 116:85. 17
7 ნოემბერი. ბრუკლინი-ნიუ იორკი 110:99. 29 ქულა, 6 პასი.
9 ნოემბერი. ბრუკლინი-ორლანდო 104:96. 18 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა.
კარის კვირა
5 ნოემბერი. გოლდენ სტეიტი-კლიპერსი 121:104. 28 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა.
8 ნოემბერი. ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 87:98. 34 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა.
9 ნოემბერი. ფინიქსი-გოლდენ სტეიტი 107:95. 28 ქულა, 10 პასი, 5 ჩაჭრა.
კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: პაუ გასოლი ("ჩიკაგო"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), კრის ბოში ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო"), დემარ დეროზანი ("ტორონტო"), კაილ ლაური ("ტორონტო") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"