NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ფილადელფიამ" მეათე წააგო

AutoSharing Option
დირკ ნოვიცკიმ მორიგი რეკორდი დაამყარა - ის გახდა მხოლოდ მეოთხე მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, ვინც 27 ათასი ქულა დააგროვა ერთი კლუბის შემადგენლობაში.

მასზე ზემოთ მხოლოდ კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), მაიკლ ჯორდანი ("ჩიკაგო") და კარლ მელოუნი ("იუტა") არიან. "დალასმა" გამარჯვებისთვის პირველ ტაიმში კარგი თამაში იკმარა, როცა 62-პროცენტიანი რეალიზაციით 67 ქულა დააგროვა. ამან ტექსასელებს 24-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

შარლოტი-დალასი 80:107
24:32, 19:35, 18:21, 19:19
შ: ჰენდერსონი (18), უოკერი (11), პარგო (11).
დ: ელისი (18), პარსონსი (17+9 მოხსნა+6 პასი), ჩენდლერი (14+9 მოხსნა), ნოვიცკი (13), ნელსონი (11+8 პასი),
რაიტი (10), ამინუ (9+11 მოხსნა).

* * *
"დენვერი" კლივლენდში სათამაშოდ საშინელი სერიით ჩავიდა - კოლორადოელებს ბოლო ცხრა მატჩიდან რვა ჰქონდათ წაგებული, მაგრამ წელს "კლივლენდის" წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებით ინდომებს. ასე მოხდა ამ შემთხვევაში. თან "კავალიერზმა" ცუდად ითამაშა დაცვაში და ვერაფერი მოუხერხა ლოუსონისა და აფლალოს წყვილს, რომელმაც 47 ქულითა და 15 შედეგიანი პასით დაასრულა მატჩი.

კლივლენდი-დენვერი 97:106
26:24, 26:29, 23:28, 22:25
კ: ჯეიმსი (22+9 მოხსნა+5 პასი), ლავი (20+11 მოხსნა), ირვინგი (20+8 პასი), უეიტერსი (20).
დ: ლოუსონი (24+12 პასი), აფლალო (23), მოზგოვი (14+11 მოხსნა), არტური (13+11 მოხსნა), ჩენდლერი (12+9 მოხსნა).

* * *
"ბოსტონმა" და "ფინიქსმა" მხიარული სანახაობა მოუწყვეს მაყურებელს, რომელშიც ყველაფერი ბოლო წამებზე მასპინძლების შეცდომებმა გადაწყვიტა. 33 წამით ადრე მათ ბურთის ჩაჭრის საშუალება მისცეს ბლედსოუს, რომელმაც "ფინიქსი" ორი ქულით გაიყვანა წინ, ბოლოს კი რონდომ სამი საჯარიმო ააცილა.

ბოსტონი-ფინიქსი 114:118
31:33, 23:27, 34:29, 26:29
ბ: გრინი (28+3 ჩაჭრა), ზელერი (19+7 მოხსნა), სალინჯერი (18+8 მოხსნა), ბრედლი (16), პონდო (14+10 მოხსნა+9 პასი).
ფ: მარკიფ მორისი (30+7 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), დრაგიჩი (22+7 პასი+6 მოხსნა), ბლედსოუ (15+7 პასი+3 ჩაჭრა), მარკუს მორისი (13+7 პასი).

* * *
"მაიამი" კვლავაც უეიდის გარეშე თამაშობს, მაგრამ მაინც შეძლო სტუმრად რთული მეტოქის დამარცხება. ეს შედეგი შესაძლებელი გახდა მესამე მეოთხედში 11:0 გაქცევის წყალობით. ბოლო მეოთხედში "ნეტსმა" შეხვედრის შემობრუნების ნაცვლად საშინლად ითამაშა შეტევაში - 14-დან მხოლოდ ოთხი ბურთი მოათავსა კალათში.

ბრუკლინი-მაიამი 83:95
21:19, 22:19, 21:32, 19:25
ბ: ბოგდანოვიჩი (22), ჯეკი (15), უილიამსი (14+7 პასი+4 ჩაჭრა), ტელეტოვიჩი (11).
მ: ჩელმერსი (22+5 პასი), ბოში (15+9 მოხსნა), კოული (12), ნაპიერი (11), ენისი (10+8 მოხსნა).

* * *
"დეტროიტს", რომელიც თითქმის მთელი თამაში იგებდა, ბოლოს 6:16 სპურტი გამოეპარა. ამ პერიოდში მასპინძლებმა 12-დან მხოლოდ ორ ტყორცნა გამოიყენეს და ორი შეცდომა დაუშვეს. ამ სპურტის გმირები ჰარისი და ვუჩევიჩი იყვნენ, რომლებმაც 16-დან 13 ქულა საკუთარ ანგარიშზე მიითვალეს.

დეტროიტი-ორლანდო 93:107
28:28, 24:21, 24:29, 17:29
დ: ბატლერი (20+6 მოხსნა), ჯენინგსი (18+6 პასი+3 ჩაჭრა), დრამონდი (12+10 მოხსნა+3 დაფარება), კოლდუელ-პოუპი (10).
ო: ვუჩევიჩი (25+14 მოხსნა), ჰარისი (24+5 ჩაჭრა), ფურნიე (14+8 პასი), ფრაი (12), ოლადიპო (11+6 მოხსნა).

* * *
"მემფისმა" კარგად გამოიყენა შანსი - ერთპიროვნულად ჩადგომოდა სათავეში NBA-ს ცხრილს. "ჰიუსტონს" ბოლო მატჩებში უჭირს, მაგრამ თუ "ოკლაჰომასთან" და "ფილადელფიასთან" დაცვაში კარგი თამაშით გავიდა ფონს, ამჯერად, ამ მხრივ, სრული კატასტროფა ჰქონდა. "მემფისმა", რომელიც არასოდეს ითვლებოდა ელიტურ შემტევ გუნდად, 53-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა, მისმა შვიდმა კალათბურთელმა კი მინიმუმ 10 ქულა დააგროვა. რაც მთავარია, მასპინძლებმა შეაჩერეს ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც მხოლოდ ექვსი ქულა დააგროვა.

მემფისი-ჰიუსტონი 119:93
34:18, 31:24, 32:24, 22:27
მ: კონლი (19+6 პასი), ლი (15), რენდოლფი (14+7 მოხსნა), ლიუერი (13), უდრიხი (13+6 პასი), პონდექსტერი (13), კუფოსი (10+6 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება).
ჰ: არიზა (16), ჰოვარდი (15+9 მოხსნა), ბევერლი (10).

* * *
გრეგ პოპოვიჩმა მაქსიმალურად დაზოგა თავისი ლიდერები: ჯინობილიმ 12 წუთი ითამაშა, დანკანმა - 16, პარკერმა - 17 და ლეონარდმა - 20. "სან ანტონიოს" წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იყო თავად "ფილადელფიას" შედეგიანობა, რომელიც თამაშიდან 32-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა. უკვე პირველ მეოთხედში "სპურსის" უპირატესობა 17 ქულას შეადგენდა. ამასთან, ერთბაშად ათმა სანანტონიელმა შეძლო თავის გამოჩენა.

"ფილადელფიას" სეზონის სტარტზე ათიდან ათი წაგებს აქვს.

სან ანტონიო-ფილადელფია 100:75
30:13, 16:21, 27:23, 27:18
ს-ა: ბონერი (18), ჯოზეფი (14), ბეინსი (12+9 მოხსნა), გრინი (11+3 დაფარება), დანკანი (10+9 მოხსნა), ლეონარდი (5+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ფ: კარტერ-უილიამსი (16), მბა ა მუტე (13).

* * *
"პორტლენდმა" ამ კვირას მეორედ მოიგო თითქმის წაგებული მატჩი, როცა ბოლო მეოთხედში გატეხა "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგობა. სტუმრების მაქსიმალური უპირატესობა 16 ქულას შეადგენდა. ყველაფერი მეოთხე მეოთხედში შეიცვალა, როცა ოლდრიჯმა ლიდერის თვისებები გამოავლინა და 10 ქულა დააგროვა. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ სტუმრების მცველებმა - ჰოლიდეიმ და ევანსმა ბოლო 12-წუთეულში 14 ტყორცნა შეასრულეს და ვერც ერთი ვერ ჩააგდეს. ბოლო ოთხ წუთში სტუმრებმა ათიდან ყველა ტყორცნა ააცილეს და მეტოქისგან 16:4 სპურტი მიიღეს.

პორტლენდი-ნიუ ორლეანი 102:93
22:21, 20:28, 26:31, 34:13
პ: ლილარდი (24+7 პასი), ოლდრიჯი (22+9 მოხსნა), მეტიუზი (16), კამანი (15+10 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (31+11 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ჰოლიდეი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ევანსი (13+8 პასი), ანდერსონი (12), გორდონი (11).

* * *
"ჩიკაგო" ჯერ არ დამარცხებულა სტუმრად. "ხარებმა" "კლიპერსთან" მატჩში მესამე მეოთხედში გადაწყვიტეს ყველაფერი. არადა, დერიკ როუზი და პაუ გასოლი აკლდათ. მესამე 12-წუთეულში მასპინძლებმა 17-დან ხუთი ტყორცნა გამოიყენეს, ხუთი შეცდომა დაუშვეს და სამწამიანი ზონა 4:14 წააგეს.

კლიპერსი-ჩიკაგო 89:105
18:21, 32:27, 14:31, 25:26
კ: კროუფორდი (24+5 პასი), გრიფინი (19+10 მოხსნა), პოლი (12+7 პასი), ჯორდანი (10+17 მოხსნა+3 დაფარება).
ჩ: ბატლერი (22+8 პასი+6 მოხსნა), გიბსონი (20+6 პასი), დანლივი (19+7 მოხსნა), ჰაინრიხი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), მიროტიჩი (12+7 მოხსნა), ნოა (11+16 მოხსნა+6 პასი).

ის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ლებრონი ლიგის ლიდერი იყო ქულების (35.0) რაოდენობით, რასაც 7.7 შედეგიანი გადაცემა (მესამე შედეგი კონფერენციაში) და 7.0 მოხსნა დაუმატა. ჯეიმსი გასულ კვირას 59-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა.

"კლივლენდის" ლიდერმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ბოსტონთან" 122:121 მოგებულ მატჩში, როცა 41 ქულა დააგროვა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" მცველი დამიენ ლილარდი. ის გასული კვირის მეორე ბომბარდირი იყო კონფერენციაში - 28.0 ქულა, ასევე 8.7 შედეგიანი პასი შეასრულა (მესამე კონფერენიაში). ლილარდი 70 პროცენტის სიზუსტით ისროდა სამქულიანებს (20-დან 14). "პორტლენდმა", "კლივლენდის" მსგავსად, გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო.

ჯეიმსის კვირა
10 ნოემბერი. კლივლენდი-ნიუ ორლეანი 118:111. 32 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.
14 ნოემბერი. ბოსტონი-კლივლენდი 121:122. 41 ქულა, 7 პასი.
15 ნოემბერი. კლივლენდი-ატლანტა 127:94. 32 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი.

ლილარდის კვირა
11 ნოემბერი. პორტლენდი-შარლოტი 102:100. 29 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა.
12 ნოემბერი. დენვერი-პორტლენდი 113:130. 27 ქულა, 5 მოხსნა, 9 პასი, 2 ჩაჭრა.
15 ნოემბერი. ბრუკლინი-პორტლენდი 87:97. 28 ქულა, 10 პასი, 5 მოხსნა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: პოლ მილსეპი ("ატლანტა"), კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), მონტა ელისი ("დალასი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ეი ჯეი პრაისი ("ინდიანა"), კრის პოლი ("კლიპერსი"), მაიკ კონლი ("მემფისი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი") და გორდონ ჰეივორდი ("იუტა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული