მიუხედავად ამისა, მასპინძლები დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდნენ მეტოქეს. მესამე მეოთხედი მათ 13:0 გაქცევით დაიწყეს და 15-ქულიანი ჩამ
რაც შეეხება ბრაიანტს, ახლა მის ანგარიშზე 32 001 ქულაა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში სამ საუკეთესო სნაიპერს შორის მოსახვედრად მას სამასზე ნაკლები ქულა სჭირდება. ამ შემთხვევაში ბრაიანტი გაუსწრებს მაიკლ ჯორდანს, რომელსაც კარიერაში 32 292 ქულა აქვს მოპოვებული. მატჩის შემდეგ 36 წლის ბრაიანტმა განაცხადა: "ეს არის 19-წლიანი დაძაბული მუშაობის შედეგი".
NBA-ს ისტორიაში საუკეთესო სნაიპერია ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387 ქულით, მეორეზე იმყოფება კარლ მელოუნი - 36 928 ქულა.
ატლანტა-ლეიკერსი 109:114
20:31, 32:36, 31:24, 26:23
ა: მილსეპი (29+4 ჩაჭრა), ტიგი (23), ჰორფორდი (15+8 მოხსნა), სეფოლოშა (10+9 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (28), ბუზერი (20+10 მოხსნა), ჰილი (18+10 მოხსნა), იანგი (17), ლინი (15+10 პასი).
* * *
"იუტას", როგორც იქნა, გამოუჩნდა მწვრთნელი, რომელსაც მატჩების მოგება უნდა და არა უბრალოდ პირველი რიგიდან კალათბურთის ყურება. ქუინ სნაიდერს მსაჯებთან კამათი და თავის შეგირდებზე ხმის აწევა დასჭირდა იმისთვის, რომ გამოეცოცხლებინა თავისი გუნდი პირველ ტაიმში ნაჩვენები ფერმკრთალი თამაშის (11 შეცდომა და 33 პროცენტი რეალიზაცია) შემდეგ.
უკვე მესამე მეოთხედში "ჯაზმენები" სხვანაირად გამოიყურებოდნენ, თამაშიდან 13 ტყორცნა გამოიყენეს, აქედან ოთხი - სამქულიანი იყო. "ოკლაჰომამ" მასპინძლების ასეთ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა და მეოთხე მეოთხედი ფორმალობად გადაიქცა.
იუტა-ოკლაჰომა 98:81
14:23, 26:19, 32:17, 26:22
ი: ბერკსი (20+14 მოხსნა), ბერკი (17+9 პასი), კანტერი (16+15 მოხსნა), ჰეივორდი (13), ფეივორსი (10+7 მოხსნა).
ო: ლემბი (19), ადამსი (11+8 მოხსნა), ჯექსონი (10+7 პასი).
* * *
წელს "საკრამენტოსა" და "ნიუ ორლეანს" ეხერხებათ მოგებული მატჩების დათმობა. ამიტომაც მათ შეხვედრაში ინტრიგა ბოლომდე იყო შენარჩუნებული. და ისევე, როგორც "პორტლენდთან" მატჩში, "ნიუ ორლეანის" რიგებში გადამწყვეტ მომენტებში თამაში საკუთარ თავზე არა ენტონი დევისმა, არამედ ტაირიკ ევანსმა აიღო. ამჯერად, ეს კარგად გამოუვიდა.
თავდაპირველად რთული შესვლა გამოიყენა მას შემდეგ, რაც "კინგზმა" ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა. შემდეგ კაზინსმა უპასუხა სამქულიანი შეტევით და სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლო იერიშში ევანსმა ბოლომდე შეინარჩუნა ბურთი და რთული საშუალო ტყორცნა შესრულა, რომელიც ზუსტი იყო და "საკრამენტოს" აღარ დაუტოვა თამაშის გადარჩენის შანსი.
საკრამენტო-ნიუ ორლეანი 100:106
27:20, 27:25, 15:31, 31:30
ს: კაზინსი (24+17 მოხსნა), გეი (15+5 პასი), ტომპსონი (15+9 მოხსნა), კოლისონი (13+11 პასი), კასპი (13).
ნ-ო: დევისი (28+9 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (22), ევანსი (18+6 მოხსნა+5 პასი), გორდონი (17).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"