წლევანდელ სეზონში პირსი საშუალოდ 13.2 ქულას აგროვებს და ასეთი შედეგიანობით მიმდინარე რეგულარულის ბოლომდე შეუძლია, TOP15-ში შევიდეს. "ბოსტონის" ყოფილი მოთამაშის მორიგი სამიზნეა რეჯი მილერი, რომელსაც მხოლოდ 77 ქულით ჩამორჩება.
ვაშინგტონი-ატლანტა 102:106
19:22, 20:19, 28:27, 35:38
ვ: უოლი (21+13 პასი), პირსი (14), ბილი (13+6 მოხსნა), გორტატი (12+11 მოხსნა),
ა: ტიგი (28), მილსეპი (17+11 მოხსნა), სკოტი (17+7 მოხსნა), მეკი (13+5 პასი), კეროლი (11+6 მოხსნა+4 ჩაჭრა).
* * *
"მაიამიმ" ზედიზედ მეექვსედ წააგო "გოლდენ სტეიტთან". ფლორიდელებმა ვერაფერი მოუხერხეს სტივენ კარის, რომელმაც 11-დან რვა სამქულიანი მოათავსა კალათში. პირველ მეოთხედში "ჰიტის" უპირატესობა 16 ქულას აღწევდა, მაგრამ მეორე 12-წუთეულში სტუმრებმა პირველი გაქცევა მოაწყვეს.
უკვე ამ დროს გამოჩნდა, რომ "მეომრებმა" თამაშის რიტმი დაიჭირეს და ასე გაგრძელდა მეორე ტაიმში. მესამე მეოთხედში "გოლდენ სტეიტის" უპირატესობამ შვიდ ქულას მიაღწია, შემდეგ კი იყო ჩავარდნილი მეოთხე 12-წუთეული "მაიამისგან" - მასპინძლებმა მხოლოდ 11 ქულა დააგროვეს, ბოლო ცხრა წუთის განმავლობაში კი საერთოდ თამაშიდან ვერ ჩააგდეს. ამ დროის განმავლობაში ოკლენდელებმა 14 უპასუხო ქულა დააგროვეს.
მაიამი-გ. სტეიტი 97:114
36:30, 26:31, 24:30, 11:23
მ: ბოში (26+9 მოხსნა), დენგი (16), ჩელმერსი (14+4 ჩაჭრა), შოუნ უილიამსი (11), ნაპიერი (10).
გ-ს: კარი (40+6 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (24), ჰ. ბარნსი (12+8 მოხსნა), გრინი (11+6 მოხსნა), ბოგუტი (8+10 მოხსნა+5 პასი).
* * *
თითქოს "ნიუ ორლეანთან" მატჩში ყველაფერი "საკრამენტოს" წინააღმდეგ იყო, მაგრამ "მეფეებმა" შეძლეს ლუიზიანაში მოგება. სტუმრებს არ ჰყავდათ რუდი გეი და დარენ კოლისონი, რომლებიც საშუალოდ ერთად 37 ქულას აგროვებენ. გარდა ამისა, მეორე მეოთხედში მოედნიდან გააძევეს "კინგზის" მწვრთნელი მაიკ მელოუნი. მიუხედავად ამისა, "საკრამენტომ" შესანიშნავად ითამაშა დაცვაში - ენტონი დევისს მხოლოდ 14 ქულა ჩააგდებინა, მთლიანად "პელიკანსს" კი 17-დან 14 სამქულიანი ააცილებინა.
ამასობაში, რამონ სეშენსმა კარგად შეცვალა კოლისონი - 15 ქულა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა, კაზინსმა მორიგი ძლიერი მატჩი ჩაატარა, ხოლო სასტარტოში პირველად მოხვედრილმა ომრი კასპიმ 22 ქულა მიითვალა.
დიდი ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედის შუაში "საკრამენტომ" 9:2 გაქცევა მოაწყო, რის შემდეგაც სხვაობამ 13 ქულას მიაღწია.
ნიუ ორლეანი-საკრამენტო 89:99
16:27, 33:22, 21:26, 19:24
ნ-ო: ტ. ევანსი (22+7 მოხსნა+5 პასი), ანდერსონი (20), დევისი (14+9 მოხსნა), ჰოლიდეი (11).
ს: კაზინსი (22+12 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), კასპი (22), სეშენსი (15+6 პასი), მაკალუმი (12), მაკლემორი (10).
* * *
2006 წლის შემდეგ "ჩიკაგოს" არ ჰქონდა მოგებული დენვერში. არაფერი შეიცვალა ამჯერადაც. "ნაგეტსმა", რომელმაც ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, მიჯრით მეცხრედ დაამარცხა შინ "ხარები".
"ჩიკაგო" გადაღლილი ჩანდა - ბოლო რვა დღეში მეხუთე გასვლით მატჩს ატარებდა. "ნაგეტსი" პირველივე წუთიდან გავიდა წინ და ერთხელაც არ მიუცია ლიდერობა მეტოქისთვის, თუმცა სტუმრებიც შორს არ უშვებდნენ "ბულზს". რამდენჯერმე 10-ქულიანი სხვაობა ოთხ-ხუთ ქულამდე მცირდებოდა.
"ჩიკაგო" ნოას გარეშე თამაშობდა, მეორე მეოთხედში კი როუზი დაკარგა, რომელმაც მხოლოდ 10 წუთი თამაში მოასწრო, რის შემდეგაც კოჭის არეში ტკივილი იგრძნო. "ხარების" რიგებში ლიდერობა ბატლერმა იტვირთა, რომელსაც გასოლი და დანლივი ეხმარებოდნენ. ამ სამეულს თითქმის გამოუვიდა თამაშში გარდატეხის შეტანა - მასპინძლებმა 13-ქულიანი გაანიავეს, მაგრამ "დენვერს" სულზე მიუსწრო აფლალოსა და ლოუსონის შორეულმა ტყორცნებმა. "ნაგეტსმა" 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა სამქულიანები (8/16), რაც ტომ ტიბოდოს გუნდის წინააღმდეგ იოლი არ არის.
დენვერი-ჩიკაგო 114:109
31:21, 25:28, 30:27, 28:33
დ: ლოუსონი (20+12 პასი+3 ჩაჭრა), აფლალო (19), გალინარი (15), ჩენდლერი (14+7 მოხსნა), ფარიდი (12+9 მოხსნა), მოზგოვი (11+9 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (32+9 მოხსნა), გასოლი (22+11 მოხსნა), დანლივი (17+3 ჩაჭრა), ბრუქსი (16), ჰაინრიხი (10+8 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"