კონტრაქტი კარიერის დასრულებისთვის

AutoSharing Option
"ბოსტონ სელტიქსმა" თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა პოლ პირსთან არაგარანტირებული კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

39 წლის ფორვარდმა არაოფიციალურად უკვე დაასრულა კარიერა, ხოლო "სელტიქსთან" ხელშეკრულება იმის გამო დადო, რომ სურს ოფიციალურად ამ გუნდში დაასრულოს თამაში. პოლი 15 წელი თამაშობდა "ბოსტონის" რიგებში.

"სელტიქსმა" 1998 წლის დრაფტზე მე-10 ნომრად აირია პირსი. 10 წლის შემდეგ, ის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა გუნდს და ფინალური სერიის MVP გახდა. 2013 წელს, პირსი "ბრუკლინში" გაუშვეს, სადაც ერთი სეზონი გაატარა. ფორვარდი ასევე "ვაშინგტონსა" და "კლიპერსში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული