NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები ოლდრიჯი და ლაური

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ტორონტო რეპტორზის" მცველი კაილი ლაური. მან თავის გუნდს სამიდან ორი მატჩი მოაგებინა. ლაური, საშუალოდ 29.3 ქულით, გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ამას დაემატა 8.7 შედეგიანი გადაცემა, 3.0 მოხსნა და 1.3 ჩაჭრა. ტორონტოელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "იუტასთან" მატჩში, როცა 39 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი. ის თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. მძიმე ფორვარდის საშუალო სტატისტიკური მონაგარი 27.0 ქულასა და
11.7 მოხსნას შეადგენდა. ოლდრიჯმა სამივე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა, მათ შორის, 39 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა "დენვერთან" მოგებულ (105:103) მატჩში.

ლაურის კვირა
2 დეკემბერი. საკრამენტო-ტორონტო 109:117. 27 ქულა, 13 პასი.
3 დეკემბერი. იუტა-ტორონტო 104:123. 39 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი
5 დეკემბერი. ტორონტო-კლივლენდი 91:105. 22 ქულა, 9 პასი.

ოლდრიჯის კვირა
2 დეკემბერი. დენვერი-პორტლენდი 103:105 39 ქულა, 11 მოხსნა
4 დეკემბერი. პორტლენდი-ინდიანა 88:82. 18 ქულა, 13 მოხსნა.
7 დეკემბერი. ნიუ იორკი-პორტლენდი 99:103. 24 ქულა, 11 მოხსნა

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: პოლ მილსეპი ("ატლანტა"), კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), მონტა ელისი ("დალასი"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ტობიას ჰარისი ("ორლანდო"), მაიკლ კარტერ-უილიამსი ("ფილადელფია"), გორან დრაგიჩი ("ფინიქსი"), ტიმ დანკანი ("სან ანტონიო") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ტორონტო 21 16 5 76.2
2. ატლანტა 20 14 6 70.0
3. ვაშინგტონი 20 14 6 70.0
4. კლივლენდი 19 12 7 63.2
5. ჩიკაგო 20 12 8 60.0
6. მილუოკი 22 11 11 50.0
7. მაიამი 20 9 11 45.0
8. ბრუკლინი 19 8 11 42.1
9. ორლანდო 23 9 14 39.1
10. ბოსტონი 19 7 12 36.8
11. ინდიანა 21 7 14 33.3
12. შარლოტი 20 5 15 25.0
13. ნიუ იორკი 22 4 18 18.2
14. დეტროიტი 21 3 18 14.3
15. ფილადელფია 20 2 18 10.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 20 18 2 90.0
2. ჰიუსტონი 20 16 4 80.0
3. მემფისი 20 16 4 80.0
4. პორტლენდი 20 16 4 80.0
5. სან ანტონიო 20 15 5 75.0
6. კლიპერსი 20 15 5 75.0
7. დალასი 22 16 6 72.7
8. ფინიქსი 22 12 10 54.5
9. საკრამენტო 21 11 10 52.4
10. ნ. ორლეანი 19 9 10 47.4
11. დენვერი 21 9 12 42.9
12. ოკლაჰომა 20 7 13 35.0
13. იუტა 21 5 16 23.8
14. ლეიკერსი 21 5 16 23.8
15. მინესოტა 20 4 16 20.0

ქულები
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 25.2
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.2
ენტონი დევისი (ნ-ორ) 25.2
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 24.2
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 24.0
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 23.2
სტივენ კარი (გ-სტ) 23.1
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 22.3
ჯიმი ბატლერი (ჩიკ) 21.7
რუდი გეი (საკ) 21.5

მოხსნები
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 12.3
ტაისონ ჩენდლერი (დალ) 11.9
პაუ გასოლი (ჩიკ) 11.9
ანდრე დრამონდი (დეტ) 11.7
ზაკ რენდოლფი (მემ) 11.0
ენტონი დევისი (ნ-ორ) 10.7
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 10.3
კევინ ლავი (კლივ) 10.0
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 9.9

პასები
რაჟონ რონდო (ბოს) 10.8
ტაი ლოუსონი (დენ) 10.4
ჯონ უოლი (ვაშ) 10.4
კრის პოლი (კლი) 9.9
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.9
სტივენ კარი (გ-სტ) 7.7
კაილ ლაური (ტორ) 7.2
ჯეფ ტიგი (ატლ) 7.1
რეჯი ჯექსონი (ოკლ) 6.8
მო უილიამსი (მინ) 6.7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული