სტუმრების ლიდერ სტივენ კარის პირველ მეოთხედში ყველაფერი გამოსდიოდა. მან 13 ქულა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა, კიდევ 10 ქულა ტომპსონმა დაუმატა და მეოთხედის ბოლოსთვის "მეომრების" უპირატესობა 21 ქულას შეადგენდა. ეს პრობლემა მასპინძლებმა ნაწილობრივ მაშინ მოაგვარეს, როცა კარის მეურვედ ჯეფერსონი დაუყენეს.
მის წინააღმდეგ თამაშისას, "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სულ უფრო ხშირად აწვდიდა ბურთს პარტნიორებს. მეორე ტაიმი ოკლენდელმა ვარსკვლავმა უფრო ცუდად ჩაატარა
დიდი ხანი სტუმრებს შველოდა დიდ შესვენებამდე მოპოვებული უპირატესობა, რომელიც 28 ქულასაც კი აღწევდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, სხვაობამ შემცირება დაიწყო. "მავერიქსმა" სერიოზულად მიხედა საქმეს, როცა მეოთხე მეოთხედის ბოლო 12:4 გაქცევა მოაწყო და სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა.
აქ კი საქმეში მსაჯები ჩაერივნენ. მატჩის დასრულებამდე 49 წამით ადრე, საჯარიმოდან ორი აცილების შემდეგ "დალასი" სწრაფ შეტევაში წავიდა, მაგრამ მსაჯებმა ტაიმ-აუტი ჩასტვინეს, რომელიც არავის მოუთხოვია. იძულებითმა პაუზამ "მავერიქსს" ხეირი არ მოუტანა - ელისის სამქულიანი არ ჩავარდა, სწრაფი ჯარიმის შემდეგ კი კარიმ საჯარიმოს ხაზიდან გადაწყვიტა მატჩის ბედი.
"გოლდენ სტეიტისთვის" ეს იყო ზედიზედ მე-15 მოგება. ამ გუნდს 22 მატჩში 20 მოგება და მხოლოდ ორი წაგება აქვს.
დალასი-გ. სტეიტი 98:105
18:39, 26:27, 24:21, 30:18
დ: ელისი (24+5 პასი+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (23+8 მოხსნა), ჯეფერსონი (13+13 მოხსნა), ჩენდლერი (11+12 მოხსნა).
გ-ს: კარი (29+8 პასი), ტომპსონი (25), გრინი (20+8 მოხსნა), ბარნსი (12+9 მოხსნა).
ორლანდო-ატლანტა 100:99
18:23, 29:25, 25:24, 28:27
ო: ჰარისი (20+6 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ფურნიე (19), ვუჩევიჩი (18+11 მოხსნა), ოლადიპო (15+7 პასი), გორდონი (12).
ა: ტიგი (24+8 პასი+3 ჩაჭრა), ჰორფორდი (18+8 მოხსნა), კორვერი (11), შრედერი (10), სკოტი (10), ბეიზმორი (10).
შარლოტი-ბრუკლინი 87:114
17:32, 25:20, 17:33, 28:29
შ: კიდ-გილკრისტი (15), რობერტსი (14), უოკერი (11), სტივენსონი (11), ბიიომბო (4+10 მოხსნა).
ბ: ჯონსონი (22+7 მოხსნა), უილიამსი (18+10 პასი), ანდერსონი (17), ჯეკი (14+5 პასი), ბოგდანოვიჩი (12+6 მოხსნა), პლამლი (11+13 მოხსნა), ჯეფერსონი (11).
ინდიანა-პორტლენდი 85:95
23:22, 15:36, 28:24, 19:13
ი: უოტსონი (23+5 პასი), სტაკი (14+14 მოხსნა), უესტი (12+6 პასი), ჰიბერტი (10+10 მოხსნა), სკოლა (10+3 ჩაჭრა).
პ: ოლდრიჯი (19+14 მოხსნა), ლილარდი (18), ბატუმი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), მეტიუზი (12), კამანი (10+6 მოხსნა).
ფილადელფია-მემფისი 115:120 (ო)
28:21, 22:22, 30:25, 29:41, 6:11
ფ: კოვინგტონი (24+9 მოხსნა), ტომპსონი (21+3 ჩაჭრა), როტენი (17+5 პასი), კარტერ-უილიამსი (16+11 მოხსნა+11 პასი), სიმსი (12), შვედი (11), მბა ა მუტე (10).
მ: კონლი (36+9 პასი), რენდოლფი (24+11 მოხსნა), ლი (19+5 პასი), მ. გასოლი (18+9 მოხსნა).
ჰიუსტონი-დენვერი 108:96
21:31, 33:17, 26:25, 28:23
ჰ: ჰოვარდი (26+13 მოხსნა+3 დაფარება), მოტეიუნასი (25), ჰარდენი (24+10 მოხსნა+10 პასი), არიზა (13+8 მოხსნა).
დ: არტური (20+6 მოხსნა), ლოუსონი (19+12 პასი), ჰიქსონი (14+10 მოხსნა), აფლალო (12+3 ჩაჭრა).
საკრამენტო-დეტროიტი 90:95
24:23, 22:20, 14:24, 30:28
ს: გეი (20+8 მოხსნა+8 პასი), ლენდრი (15+11 მოხსნა), მაკლემორი (14+6 მოხსნა).
დ: მონრო (24+8 მოხსნა), სმიტი (21+13 მოხსნა+5 პასი+5 დაფარება), დრამონდი (12+10 მოხსნა), სინგლერი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"