"მაიამიმ" კრის ბოში დაკარგა

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტს" უახლოესი რამდენიმე მატჩის ჩატარება თავისი ერთ-ერთი ლიდერის, კრის ბოშის გარეშე მოუწევს. ცენტრს მარცხენა ფეხის ტრავმა აწუხებს, რომელიც შაბათს "იუტასთან" მატჩში მიიღო.

ამ დღეებში კალათბურთელი კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება აღდგენის ზუსტი ვადების შესახებ.

30 წლის ბოშმა წელს 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 21.6 ქულა, 8.2 მოხსნა და 2.1 შედეგიანი პასი დააგროვა.

* * *
ბოში ერთადერთი პრობლემა არ არის "მაიამის" შემადგენლობაში. სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან ფორვარდი ჯოშ მაკრობერტსი.

მაკრობერტსს მარჯვენა მუხლზე დასჭირდება ოპერაცია,
რის შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი. კალათბურთელის დაბრუნება მომავალ სეზონში იგეგმება.

ამ სეზონში ფორვარდის სტატისტიკა 4.2 ქულა და 2.6 მოხსნა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული