ეს კალათბურთელი "კინგზმა" 1996 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში აირჩია. სტოიაკოვიჩმა შვიდნახევარი წელი გაატარა "საკრამენტოში" და დღემდე კლუბის რეკორდსმენია ზუსტი სამქულიანების რაოდენობით.
გარდა ამისა, სამჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და ერთხელ მოხვდა სეზონის მეორე სიმბოლურ ნაკრებში. ფორვარდმა ასევე "ნიუ ორლეანის", "ინდიანასა" და "ტორონტოს" რიგებში ითამაშა, კარიერა კი 2011 წელს დაასრულა "დალასთან" ერთად
ცერემონიაზე სპეციალური სტუმრები იყვნენ სტოიაკოვიჩის თანაგუნდელები - გამთამაშებელი მაიკ ბიბი და ცენტრი ვლადე დივაცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"