"ჰიუსტონმა" "მინესოტასგან" მიიღო რუსი ალექსეი შვედი და კორი ბრიუერი, საპირისპირო მიმართულებით გაემგზავრა ტროი დენიელსი. "როკეტსმა" აგრეთვე დათმო 2015 და 2016 წლების დრაფტზე მეორე რაუნდებში არჩევანის უფლება.
"ფილადელფია" "ჰიუსტონისგან" მიიღებს დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლებას და უკრაინელ სერგეი ლიშჩუკს. თავის მხრივ, "სიქსერზს" ასევე ერგო ფრანგი რონი ტურიაფი. გარდა ამისა, "ჰიუსტონმა" ტრანსფერზე დააჩენა ფრანსისკო გარსია.
უქმეების ჰაილაითები
"ბრუკლინთან" მატჩში ლებრონ ჯეიმსმა 22 ქულა დააგროვა, რითაც ჩარლზ ბარკლის გაუსწრო და 23-ე ადგილზე
აღნიშნავთ, რომ ამ მომენტისთვის ჯეიმსზე წინ მხოლოდ ექვსი მოქმედი კალათბურთელია - რეი ალენი, ტიმ დანკანი, პოლ პირსი, კევინ გარნეტი, დირკ ნოვიცკი და კობი ბრაიანტი.
* * *
"დეტროიტთან" მატჩი მე-400 იყო "ტორონტოს" ფორვარდ ამირ ჯოსონისთვის კანადური კლუბის შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით კალათბურთელი მეშვიდეა "რეპტორზის" ისტორიაში. ჯონსონზე წინ არიან: ვინს კარტერი (403 მატჩი), ელვინ უილიამსი (417), ანდრეა ბარნიანი (433), კრის ბოში (509), ხოსე კალდერონი (525) და რეკორდსმენი მორის პიტერსონი (542).
* * *
"დეტროიტს" "ტორონტოსთან" მარცხის შემდეგ ზედიზედ 12 წაგება დაუგროვდა საკუთარ მოედანზე. ეს ახალი საკლუბო ანტირეკორდია.
აბსოლუტური ანტირეკორდი ეკუთვნის "დალასს", რომელმაც 1993-94 წლების სეზონში ზედიზედ 19 მატჩი წააგო საკუთარ მოედანზე.
* * *
"ვაშინგტონმა" "მაიამისთან" გამარჯვებით სეზონის სტარტზე 25-დან 19 მოგება დააგროვა, რაც კლუბის საუკეთესო სტარტის გამეორებაა. დედაქალაქურ კლუბს რეგულარულის ასეთი დასაწყისი 60-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა.
ამ მომენტისთვის "ვაშინგტონი" მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში და მხოლოდ "ტორონტოს" ჩამორჩება.
* * *
"მემფისი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ჩიკაგოსთან" და 2014 წელს ეს იყო ამ გუნდის პირველი საშინაო წაგება. ტენესური კლუბის ბოლო წაგება შინ 2013 წლის 30 დეკემბრით თარიღდებოდა.
* * *
"სან ანტონიო" პირველი გუნდი გახდა 1951 წლის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში ითამაშა სამი ოვერტაიმი: ჯერ "მემფისთან" მატჩში გადაწყდა გამარჯვებულის ბედი სამ დამატებით დროში, შემდეგ კი ისტორია "პორტლენდთან" შეხვედრაში განმეორდა.
ბოლო სამი ოვერტაიმიანი შეხვედრა "ბალტიმორ ბულეტსმა" ითამაშა 1951 წლის დეკემბერში.
ამ ორ შეხვედრაში "სპურსის" ვეტერანმა ჯამში 91 წუთი ითამაშა და პირველი კალათბურთელი გახდა ბოლო 11 წლის განმავლობაში, ვინც 38 წლის ასაკში ზედიზედ ორ მატჩში დაჰყო მოედანზე მინიმუმ 43 წუთი. ბოლოს ასეთი დატვირთვა დააწვა მხრებზე მაიკლ ჯორდანს - 2003 წლის აპრილში. მაშინ ლეგენდა "ვაშინგტონში" თამაშობდა.
* * *
"ლეიკერსთან" შეხვედრაში "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა 31 ქულა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა. ეს შეხვედრა მე-11 აღმოჩნდა უესტბრუკის კარიერაში, რომელშიც მან მინიმუმ 30 ქულა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.
ბოლო ექვსი სეზონის შედეგების მიხედვით უესტბრუკი ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა კრის პოლსა და დერონ უილიამსს. "ოკლაჰომას" ლიდერს უსწრებენ მხოლოდ ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი") და სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"). მათ 19 და 17 ასეთი შეხვედრა ჰქონდათ.
ნიუ იორკი-ფინიქსი 90:99
21:24, 26:20, 21:23, 22:32
ნ-ი: ენტონი (25+11 მოხსნა), კალდერონი (21+5 მოხსნა), ჰარდუეი (16), სმიტი (11).
ფ: ბლედსოუ (25), ტომასი (22), მარკიფ მორისი (19), დრაგიჩი (10).
ნიუ ორლეანი-პორტლენდი 88:114
17:32, 27:30, 18:32, 26:20
ნ-ო: რივერსი (21), ანდერსონი (16), აჟინკა (10+13 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (27+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლილარდი (17+7 პასი), კამანი (16+6 მოხსნა), რობინსონი (12), ბატუმი (11+5 პასი+3 ჩაჭრა).
შარლოტი-იუტა 104:86
31:23, 21:16, 32:24, 20:23
შ: უოკერი (20+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯეფერსონი (19+10 მოხსნა), ჰენდერსონი (17), კიდ-გილკრისტი (13+11 მოხსნა+3 დაფარება).
ი: ჰეივორდი (14+6 პასი), ინგლსი (13), ფეივორსი (13), გობერი (11+12 მოხსნა), ბერკსი (11), ბერკი (10).
ჰიუსტონი-ატლანტა 97:104
26:32, 14:20, 34:22, 23:30
ჰ: ჰოვარდი (19+11 მოხსნა+5 პასი), ჰარდენი (18+14 პასი+6 მოხსნა), ბევერლი (14+7 მოხსნა), ტერი (14), არიზა (13).
ა: კორვერი (22), ჰორფორდი (14+8 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), მილსეპი (14+6 მოხსნა+3 დაფარება), კეროლი (13).
დალასი-სან ანტონიო 99:93
21:25, 21:22, 33:30, 24:16
დ: ელისი (38+4 ჩაჭრა), პარსონსი (16+11 მოხსნა), ნოვიცკი (13), ჰარისი (13), ჩენდლერი (6+14 მოხსნა).
ს-თ: ბელინელი (21), ბეინსი (16+10 მოხსნა), ჯოზეფი (14+6 მოხსნა), ბონერი (14), ანდერსონი (11+8 მოხსნა).
დენვერი-ინდიანა 76:73
15:21, 17:12, 23:22, 21:18
დ: გალინარი (19), ლოუსონი (15+10 პასი+3 ჩაჭრა), ჰიქსონი (10), მოზგოვი (6+15 მოხსნა+5 დაფარება).
ი: უესტი (19+10 მოხსნა+5 პასი), მაილზი (16), ჰილი (11), ალენი (6+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"